ოდეგორი „სოსიედადს“ გამოემშვიდობა
მარტინ ოდეგორი „სოსიედადს“ გამოემშვიდობა. მართალია მადრიდის „რეალს“ ნორვეგიელის დაბრუნება ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ ნახევარმცველი უკვე გამოემშვიდობა ბასკურ კლუბს.
„ჩემთვის „სოსიედადში“ გატარებული დრო დაუვიწყარი იყო. ჩვენ ერთად, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოდით.“
„ახლა ბევრ მეგობარს ვტოვებ, თუმცა ურთიერთობები მუდმივი იქნება.“
„მსურს, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ვისთანაც შემხებლობა მქონდა. „სოსიედადის“ ეპოქა ბედნიერი იყო.“
- 12 აგვისტო 2020
- 984
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.