ზიზუ სებალიოსის დაბრუნებაზეც ფიქრობს
დანი სებალიოსის მადრიდული მომავალი ჯერ-ჯერობით კვლავ ბუნდოვანია, მაგრამ „მარკას“ ინფორმაციით, ზიდანი მის დაბრუნებაზე ფიქრობს...
ამ ეტაპზე სებას ორი ვარიანტი აქვს. პირველი ვარიანტის მიხედვით, ის „არსენალში“ კიდევ 1 წლით უნდა დარჩეს, მეორე მსურველი კლუბი კი „ბეტისია“, რომელიც ასევე 1 წლიან იჯარაზე აწერს ხელს.
ზემოაღნიშნულის პარარელურად, ზიდანი დანიელის დაბრუნებაზეც დაფიქრდა. გამომდინარე იქედან, რომ ისკოს „იუვენტუსში“ გადასვლის შანსი დიდია და ლუკა მოდრიჩის მადრიდული კარიერაც მრავალი წლის განმავლობაში არ გაგრძელდება, ფრანგი მწვრთნელი ალტერნატივებზე აქტიურად მუშაობს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მომდევნო სეზონის „ბლანკოსში“ ოდეგორს და სებალიოსს ვიხილავთ.
- 11 აგვისტო 2020
- 930
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.