მოულოდნელობა - „რეალმა“ გადაწყვეტილება შეცვალა!
მადრიდის „რეალში“ დიდი სიახლეებია. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სამეფო კლუბმა გადაწყვეტილება შეცვალა...
საქმე ეხება სერხიო რამოსის კონტრაქტს, რომელიც 1 წლით უნდა გახანგრძლივებულიყო, მაგრამ ფლორენტინო პერესმა გადაწყვეტილება შეცვალა და კაპიტანის პირობას ასრულებს.
ესპანელი 2 წლით გაახანგრძლივებს, მისი ხელფასი კი იგივე დარჩება.
ესპანური გამოცემების ცნობით, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა „სიტისთან“ მატჩის შემდეგ მიიღო, როდესაც დაინახა, რომ სერხიო რამოსის გარეშე „ბლანკოსის“ დაცვა საშინლად გამოიყურებოდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მხარეები კონტარქტს მალე მოაწერენ ხელს.
- 11 აგვისტო 2020
- 10 851
- 13