მოურინიოს აგენტი მადრიდშია
რამოდენიმე საათში შესაძლოა მოურინიო "რეალის" მთავარ მწვრთნელი ოფიციალურად გახდეს.ჟოზეს მენეჯერი უკვე მადრიდშია და "სანტიაგუ ბენაბეუს" ეწვია.
მოურინიოს მენეჯერი და "რეალის" მენეჯერები კონტრაქტის ფორმას განიხილავენ.მოურინიოს იტალიელებთან კონტრაქტი კიდევ აკავშირებს და მისი გაწყვეტის გამო რეალს შესაძლოა 16 მილიონის გადახდა მოუწიოს.
თუმცა შესაძლოა ჟოზე მილანიდან უფასოდაც კი წამოვიდეს რადგან მის კონტრაქტში ეწერა რომ თუ ის ინტერთან ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა მაშინ მას შეეძლო გუნდიდან უფასოდ წასვლა თუ ეს მწვრთნელის სურვილი იქნებოდა.
ყველაფერს აგენტები გაარკვევენ.ოფიციალური განცხადება კი სავარაუდოდ ამ კვირაში იქნება.
წყარო:defensacentral.com
- 24 მაი 2010
- 2 094
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.