კალდერონი:„ის, რაც „რეალსა“ და ბეილს შორის ხდება უნდა დასრულდეს“
„რეალის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა გარეთ ბეილის სიტუაცია შეაფასა.
„ის, რაც „რეალსა“ და გარეთ ბეილს შორის ხდება სწრაფად უნდა დასრულდეს.“
„ჩემი აზრით, მხარეები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ და კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც პრობლემას გადაწყვეტს.“
„ერთ მხარს ვხედავთ კლუბს, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავს არ იყენებს, ხოლო მეორე მხარეს ვხედავთ ფეხბურთელს, რომელიც შანსის მიღებისა და მოედანზე გასვლის შემთხვევაში აბსოლუტრად არანაირ აქტივობას არ იჩენს მიუხედავად იმისა, რომ ამის პოტენციალი აქვს.“
„ფაქტი ისაა, რომ გამოსავალი ახალი სეზონის დაწყებამდე უნდა იქნას ნაპოვნი.“
- 9 აგვისტო 2020
- 1 187
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.