გუარდიოლა:„„რეალის“ შეცდომები კარგად გამოვიყენეთ“
პეპ გუარდიოლამ „რეალთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ზიდანსა და მის გუნდზეც ისაუბრა...
„ვფიქრობ, მადრიდის „რეალის“ შეცდომები კარგად გამოვიყენეთ და გამარჯვებას დამსახურებულად მივაღწიეთ.“
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო 1/4 ფინალში გასვლა, ვინაიდან ვთვლიდით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სამეფო კლუბი ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა.“
„ბეილის მდგომაროებასთან დაკავშირებით ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ. მე ვიცი, რომ ის მაღალი დონის ფეხბურთელია, თუმცა არ ვფლობ ინფორმაციას, რა ხდება ზიდანის გუნდში.“
„ჩემპიონთა ლიგის მოგებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ზიდანმა მატჩის შემდეგ მითხრა, რომ ჩემს გუნდს ფინალში გასვლისა და გამარჯვების შანსი აქვს. ჩვენ ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაკავშირებს.“
- 8 აგვისტო 2020
- 14 583
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.