ზიდანი:„რაფაელ ვარანს ამის უფლებას აღარ მივცემ“
ზინედინ ზიდანმა „სიტისთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„გასამართლებელი საბაბი არ გვაქვს. ორი მატჩი ჩავატარეთ და ორივე წავაგეთ. შეუძლებელია ბედნიერები ვიყოთ, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემმა გუნდმა იბრძოლა. „სიტი“ ჩვენზე მაღლა იდგა და მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა. ეს ცალსახაა.“
„ხშირად ნერვების თამაში ფიქსირდებოდა, ფეხბურთელების აღელვებას საზღვარი არ ჰქონდა. გარკვეულ მომენტებში გუარდიოლას გუნდს საკუთარი სტილი შევთავაზეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.“
„დაგვიანებული ცვლილებები? ამ საკითხზე ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მწვრთნელი მე ვარ და ჩემზე კარგად არავინ იცის, კონკრეტულ მომენტში რა სჭირდება გუნდს.“
„რაფაელ ვარანი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. მისი განცხადება? ფრანგს უფლებას აღარ მივცემ, რომ თავი დაიდანაშაულოს, მან შეცდომები დაუშვა, მაგრამ თამაში მთელმა გუნდმა წააგო. ზუსტად ვიცით, რა შესაძლებლობებს ფლობს რაფაელი.“
„ჩვენ, რომ მოგვეგო არ მკითხავდით, რატომ არ შევიყვანე მოედანზე ვინისიუს ჟუნიორი, მაგრამ რადგან წავაგეთ, კრიტიკა მოდის.“
„სეზონის მაინც წარმატებულად ჩაითვლება. ესპანეთის სუპერთასთან ერთად ლა ლიგის მოგება შევძელით. სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგას დავემშვიდობეთ, მაგრამ მიღწეული შედეგები არ უნდა დავივიწყოთ.“
„თანამდებობას არ დავტოვებ, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. მომდევნო სეზონში სამეფო კლუბის თავკაცის რანგში კვლავ წავდგები თქვენს წინაშე, ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს.“
„ედენ აზარი თავს ჯანმრთელად გრძნობს, ახლა ის დაისვენებს და მომდევნო სეზონის დასაწყებად მოემზადება.“
- 8 აგვისტო 2020
- 17 482
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.