ზიდანმა „სიტის“ მატჩის ყველა წუთი გაშიფრა
როგორც სჩანს, ზინედინ ზიდანი მანჩესტერ „სიტისთან“ დაპირისპირებისთვის ძალიან დიდი შემართებით ემზადებოდა...
ესპანური გამოცემიც ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ შტაბთან ერთად მანჩესტერ „სიტის“ წინააღმდეგ, ბერნაბეუზე გამართული დაპირისპირება თავიდან ბოლომდე გაშიფრა. ზიზუმ ანალიზი გაუკეთა ყველა წუთს, ყველა გადაწყობას, ტაქტიკურ მონახაზს, „რეალის“ შეცდომებს, რომლითაც გუარდიოლას გუნდმა ისარგებლა და ასე შემდეგ. „მარკას“ ინფორმაციით, სამეფო კლუბი „ეტიჰადზე“ ორგანიზებულ და ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს ითამაშებს, ვინაიდან ზიდანისგან ყველა ფეხბურთელის კონკრეტული დავალება აქვს მიღებული.
- 7 აგვისტო 2020
- 2 373
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.