ვარანი:„რამოსის გარეშე რთულია, მაგრამ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“
რაფაელ ვარანმა „სიტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ზუსტად ვიცით, რა დონის გუნდია „სიტი“. პეპ გუარდიოლას კოლექტივმა საშინაო არენაზე დაგვამარცხა და დიდი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება.“
„რამოსის გარეშე რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით და მოგება ვეცდებით. კლუბში გვაქვს შესაბამისი რესურსი.“
„ვერ გეტყვით, ვარ თუ არა ამ სეზონში საუკეთესო, თუმცა ვთვლი, რომ მარგი ქმედების კოფიეციენტი საკმაოდ მაღალი მაქვს.“
„დიდი გამოცდილება მივიღე. ჩემპიონთა ლიგაზე არაერთი რთული მატჩი ჩამიტარებია. მანჩესტერელებთან დაპირისპირება შემდგომი გამოწვევაა, რომელსაც სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ.“
„ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია. გვჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მივაღწევთ.“
„გულშემატკივრების ფაქტორი? ამას უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გავსებულ ტრიბუნებს მალე ვიხილავთ.“
- 6 აგვისტო 2020
- 1 000
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.