ზიდანი:„ჩემი გუნდის მიზანი არამხოლოდ „სიტის“ დამარცხება, არამედ ლიგის მოგებაა“

ზინედინ ზიდანმა „სიტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ყველა მოთამაშე პროფესიონალია. მე ვთვლი, რომ ახლანდელი „რეალი“ იმ გუნდზე ბევრად ძლიერია, რომელმაც საშინაო არენაზე 1-2 დათმო „სიტისთან“ დაპირისპირება.“

„არსებულმა პანდემიამ და იძულებითმა შესვენებამ ჩვენზე კარგად იმოქმედა. სახლის პირობებში ფეხბურთელები ინდივიდუალურად ირჯებოდნენ, შემდეგ გვქონდა ინტენსიური კალენდარი და ლა ლიგაც მოვიგეთ. საბრძოლველად მზად ვართ, ინგლისში მოსაგებად ჩამოვედით, ჩვენს გეგმებში მომდევნო ეტაპზე გასვლა შედის.“

„როდრის სიტყვებს, იმასთან დაკავშირებით, რომ „სიტის“ „ბლანკოსზე“ უკეთესი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენი გამოცდილება ლიგაზე ფასდაუდებელია, პატივს ვცემ, თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს. მე ვიცი, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი მყავს. პირობას ვდებ, „სიტისთან“ თამაშის შემდეგ, რეზულტატის მიუხედავად არ ვიტყვი, რომ ჩემი ფეხბურთელები ცდას დააკლებენ. ყველა მოთამაშე კონცენტრირებულია და სურს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მიაღწიოს.“

„მთელი სეზონის მანძილზე მადრიდში დიდი კონსოლიდაცია მოხდა. სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე, არაერთი აგრესია მოვიგერით, მათ შორის პრესის მხრიდან. ჩვენზე დიდი ზეწოლა მოდიოდა, თუმცა მშვიდად ვმუშაობდით და საბოლოო ჯამში ესპანეთის ჩემპიონატის მოგება მოვახერხეთ. ძალიან კარგი და შეკრული კოლექტივი მყავს, რომელსაც არ აინტერესებს ბევრის აზრი, მთავარი აზრი და შთაგონება გამარჯვებაა.“

„გამარჯვება და არაერთი გოლის გატანა გვმართებს. ვიცით, რომ პეპს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მაგრამ თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს, ასეთ გამოწვევებს სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ. მადრიდის „რეალში“ არსებობს შესაბამისი რესურსი, დანარჩენს კი „ეტიჰად არენაზე“ ვნახავთ.“

„გუარდიოლას კარგი შეფასება კარიმ ბენზემას მისამართით ნამდვილად არ გამკვირვებია. უდავოდ, ფრანგს ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი აქვს, მან არაერთი გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. წლევანდელ სეზონში ბენზემას ღვაწლი ძალიან დიდია. ეჭვი არ მეპარება, მანჩესტერული კლუბის წინააღმდეგ, „9“-იანი იაქტიურებს.“

„სერხიო რამოსი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი არყოფნა რა თქმა უნდა უდიდესი პრობლემის მიმანიშნებელია, მაგრამ ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ამუშავებს ტაქტიკას და 11 ფეხბურთელი ერთიანდება ერთი ფილოსოფიის განსახორციელებლად. ზუსტად ვიცით, რა ძალას ფლობს კაპიტანი, მაგრამ ახლა ვალდებულები ვართ, მის გარეშე მოვუგოთ „სიტის“.“

„აზარი თავდაჯერებულია. ბელგიელ ფეხბურთელს გარკვეული დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის. ედენი მაქსიმალურად იხარჯებოდა, რათა 7 აგვისტოს მატჩს მოწოდების სიმაღლეზე შეხვედროდა.“

„გარეთ ბეილსა და ჩემს შორის რა ხდება, ნამდვილად ვერ გეტყვით. ეს არის მწვრთნელისა და ფეხბურთელის ურთიერთობა. რატომ არ ითამაშებს „სიტისთან“? მე უელსელის სურვილს დავემორჩილე. ეს არის პერსონალური და არა ტექნიკური გადაწყვეტილება, სხვა განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ.“

„მარსელო თავს კარგად გრძნობს. ბრაზილიელი ფეხბურთელი 100%-ით მზად არის. ჯერ-ჯერობით არ მიმიღია გადაწყვეტილება სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვერ გეტყვით, გამოჩნდება თუ არა ვიცე-კაპიტანი მოედანზე პირველივე წუთებიდან.

„საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე ჩემპიონთა ლიგაზე. ვიცი, რომ მოედნის ყველა წერტილი უნდა ავითვისოთ, მეტოქეს ჩვენი სტილი შევთავაზოთ და მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშოთ. ფეხბურთელებს დავალებები მიღებული აქვთ.“

„ლა ლიგის სეზონის განახლების შემდეგ 11-იდან 10 მატჩი მოვიგეთ, რაც პირველი რიგში კარგი ფიზიკური კონდიციით იყო განპირობებული. ფეხბურთელები მზად არიან, 90 წუთის მანძილზე არ მოდუნდნენ. საჭიროების შემთხვევაში დამატებით დროსაც უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ.“

„ითამაშებს თუ არა ბეილი მომდევნო სეზონში მადრიდში? უკვე გითხარით, რომ უელსელზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. ჩემი საზრუნავი გუარდიოლას გუნდის დამარცხებაა, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობ.“

„გოლების გატანის მხრივ პრობლემები? თქვენ ნახავთ, როგორ ითამაშებს „რეალი“ „სიტის“ სტადიონზე. ვიცით, რომ გოლები გვჭირდება, ჩვენ ვეცდებით სასურველი ანგარიშით მოგებას. ჩვენი მიზანი არამხოლოდ მანჩესტერული კლუბის დამარცხება, არამედ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. კიდევ ვიმეორებ, ბოლომდე ბრძოლას ვგეგმავთ.“

  • Ramos
  • 6 აგვისტო 2020
  • 25 342
  • 6

1

6 აგვისტო 2020 21:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვარი დაინერგა წავიდა შენი დრო, რა მოიგე მადლობა ბიძია პერესს და შეირგე ნუ გაბლატავდები ძაან.

2

6 აგვისტო 2020 21:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: დე ბრუინი
ვარი დაინერგა წავიდა შენი დრო, რა მოიგე მადლობა ბიძია პერესს და შეირგე ნუ გაბლატავდები ძაან.

მთლიანად ავსტრალიის სახელმწიფოს არ გადაუხდია იმდენი ფული საკუთარი ქვეყნის თავდაცვაში თქვენ რო გადაიხადეთ დაცვაში

3

6 აგვისტო 2020 22:02

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: დე ბრუინი
ვარი დაინერგა წავიდა შენი დრო, რა მოიგე მადლობა ბიძია პერესს და შეირგე ნუ გაბლატავდები ძაან.

shennair tipebze magrad vxalisob
imfexburtelis saxelit registrirdebian am saitze romlis gundmac reals mougo

4

7 აგვისტო 2020 03:07

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: დე ბრუინი
ვარი დაინერგა წავიდა შენი დრო, რა მოიგე მადლობა ბიძია პერესს და შეირგე ნუ გაბლატავდები ძაან.

იმიტონარ მოვიგეთ ლალიგა :დდ

5

7 აგვისტო 2020 09:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 14
ციტატა: დე ბრუინი
ვარი დაინერგა წავიდა შენი დრო, რა მოიგე მადლობა ბიძია პერესს და შეირგე ნუ გაბლატავდები ძაან.

მაგ ვარს რო გავარტყი იმ გოლოს ჩათვლისთვის და მერე მაგის გათვალისწინებით იმ წითელის ჩვენებისთვის.

6

8 აგვისტო 2020 14:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 265
რანაირი ძლიერი ხარ ქე გამოჩნდა....

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)