მოულოდნელობა - ტაკეფუსა კუბო „ბაიერნში“?
გერმანული გამოცემების ცნობით, მიუნხენის „ბაიერნი“ მზად არის, ყველაზე აჯობოს და ტაკე კუბო 1 წლით იაჯრით წაიყვანოს...
„რეკორდმაისტერი“ 8 მილიონ ევროს იხდის, რაც იჯარისთვის საკმაოდ მიმზიდველი წინადადებაა და გაცილებით აღემატება იმ ციფრებს, რომლებიც სხვა, მსურველი კლუბების შემოთავაზებებში ფიქსირდება.
ბუნდესლიგაში მოთამაშეების გაშვება „ბლანკოსისთვის“ აპრობირებული მეთოდია, თუმცა არსებობს რისკები, რომელიც „ბაიერნში“ კონკურენციას უკავშირდება.
ზიდანს არ სურს, რომ ტაკე გერმანიის გრანდში სათადარიგოთა სკამზე განსათავსებლად გაუშვას, ფრანგის გეგმებში იაპონელის სათამაშო პრაქტიკის გაღრმავება შედის, რაც ლა ლიგის საშუალო დონის კლუბებში გაცილებით უკეთესადაა შესაძლებელი.
- 5 აგვისტო 2020
- 1 157
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.