პერესმა ბრაჰიმის გაყიდვა გადაიფიქრა
ბრაჰიმ დიასზე პრეტენზიას „ხეტაფე“ და „ბეტისი“ აცხადებენ. ფლორენტინო პერესი ახალგაზრდა წინახაზელის გაყიდვას აპირებდა, მაგრამ როგორც სჩანს, ახლა გეგმები შეცვალა.
„რეალს“ სურს, რომ დიასი 1 წლიანი იჯარითა და გამოსყიდვის უფლებით გაუშვას. ფლორენტინოს აზრით, ბრაჰიმი დიდ პოტენციალს ფლობს, ამიტომ შანსს იმსახურებს.
თუ ახალგაზრდა მოთამაშე სხვა კლუბში თავს გამოიჩენს, მას „ბლანკოსში“ დაბრუნების და დამკვიდრების შანსი ექნება.
ესპანური გამოცემების ცნობით, „სიტისთან“ მატჩის შემდეგ, წინახაზელი „რეალს“ გამოემშვიდობება, მისი მომავალი კლუბი კი დიდი ალბათობით „ხეტაფე“, ან „ბეტისი“ იქნება.
- 5 აგვისტო 2020
- 1 028
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.