„სიტისთან“ მატჩისთვის მზადება გრძელდება
ზინედინ ზიდანმა გუნდი შეკრიბა და „სიტისთან“ მატჩისთვის კიდევ ერთი ვარჯიში გამართა.
მანჩესტერში ვიზიტამდე სულ ცოტა დრო რჩება. შესაბამისად, ზიზუ ინტენსიურ სესიებს მართავს.
მარიანო დიასი კვლავ კორონავირუსს ებრძვის, სრულად ვერ იტვირთება ისკო ალარკონიც, მაგრამ ის მალე დაბრუნდება.
სხვა ფეხბურთელები მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში არიან და ყურადღებას კარში დარტყმებზე, ტაქტიკურ მონახაზებზე, მოკლე სივრცეში კომბინაციურ თამაშსა და ბურთის ფლობაზე აკეთებენ.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.
- 3 აგვისტო 2020
- 692
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.