ტიტანების ჯახი !
ზინედინ ზიდანი და ხოსეპ გუარდიოლა ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არც ისე დიდ ასაკში არიან, უამრავი ტიტულის მოგება შეძლეს. აღსანიშნავია, რომ პეპი გაცილებით დიდ გამოცდილებას ფლობს, თუმცა ზიდანის ნაჩვენები შედეგები უბრალოდ საოცარია.
საშუალო სტატისტიკის მიხედვით, ზიდანი ყოველ 19 მატჩში ერთხელ იგებს თასს, ხოლო გუარდიოლა 22 დაპირისპირებაში ერთხელ.
ზიდანის გაწვრთნილი გუნდი მოედანზე 210-ჯერ გავიდა საიდანაც 141 მოიგო, 43 ფრედ დაასრულა, ხოლო 21 წააგო.
ამ მხრივ გუარდიოლას მაჩვენებლები შემდეგნარია - პეპს მთავარი მწვრთნელის რანგში 639 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 472 მოიგო, 93 ფრედ დაასრულა და 74 წააგო. ზიდანის გუნდი თითო მატჩში საშუალოდ 2.4 გოლს იტანს, გუარდიოლასი კი 2.5-ს.
რაც შეეხება ტიტულებს, ზიდანს სამწვრთნელო კარიერის მანძილზე 11 თასი აქვს მოგებული, გუარდიოლას კი 29, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პეპს 8 წლით უფრო მეტი აქვს ნამუშევარი, ვიდრე „რეალის“ თავკაცს.
ამასთანავე ზიდანი ჩემპიონთა ლიგის 3 თასით იწონებს თავს, გუარდიოლას ანგარიშზე კი ჩემპიონთა ლიგის 2 თასი ფიქსირდება.
ფაქტია, რომ საქმე გვაქვს 2 ტიტანთან, რომლებიც ერთმანეთს ინგლისში შეებრძოლებიან, მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა იქნება.
- 3 აგვისტო 2020
- 1 274
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.