ზიდანი ძანიოლოს ითხოვს
ზინედინ ზიდანს იტალიის ჩემპიონატიდან ფეხბურთელის დამატება სურს, ვინაიდან თვლის, რომ ოქროს ბურთის მოგება დროის საკითხია.
იტალიური გამოცემების ცნობით, ნიკოლო ძანიოლოზე „ბლანკოსი“ სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ახალგაზრდა მოთამაშე „იუვენტუსის“ ფეხბურთელი არ გახდეს.
ზიზუ „მერენგების“ ხელმძღვანელობას მიმართავს და თხოვს, რომ შეთანხმება ნებისმიერ ფასად შედგეს. ფრანგი ლეგენდის აზრით, ძანიოლო ოქროს ბურთის მომავალი მფლობელი იქნება.
ამ ეტაპზე ნიკოლოს ფასი დაახლოებით 70 მილიონ ევროს შეადგენს, მისით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება.
- 3 აგვისტო 2020
- 2 011
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.