ზიდანმა ვარჯიში სრულად დახურა
მადრიდის „რეალი“ ამის შემდეგ დახურულ კარსმიღმა ივარჯიშებს. „სიტისთან“ მატჩისთვის მზადება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ფრანგი სპეციალისტი სპეციალურ ტაქტიკას ამუშავებს...
უნდა აღინიშნოს, რომ სესიები ჟურნალისტებისთვის არცერთი წუთით არ იქნება ხელმისაწვდომი და მხოლოდ „რეალის“ პრეს სამსახურს ექნება ბაზაზე ყოფნის საშუალება.
დღეს გუნდმა მორიგი ვარჯიში გამართა, რომელსაც მარიანო დიასი კვლავ გამოაკლდა, დანარჩენი მოთამაშეები კი ფრანგი სპეციალისტის მითითებებს სრულფასოვნად ასრულებდნენ.
- 31 ივლისი 2020
- 2 536
- 14