პირველი ვარჯიში „სიტისთან“ მატჩამდე
1 კვირიანი დასვენების შემდეგ, სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს.
ზინედინ ზიდანის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრისთვის დაიწყეს მზადება, რომელიც 7 აგვისტოს, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ გაიმართება.
განვლილ სესიაზე მოთამაშეები ინტენსიურად გაისარჯნენ. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ძირითადი აქცენტები გაკეთდა პრესინგის, ბურთის ფლობისა და გაკრვეული კომბინაციების დამუშავების სავარჯიშოებზე. ბოლოსკენ კი, მადრიდელები მინი მატჩში შეერკინნენ ერთმანეთს.
RealMadrid.COm
- 28 ივლისი 2020
- 1 074
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.