იმაზე „თეთრი“ ვიდრე „თქვენ“ ფიქრობთ. მითი და რეალობა. ნაწილი II

ამ ნაწილში საუბარი იქნება გენერალ ფრანკოსა და სანტიაგო ბერნაბეუზე.

პირველი ნაწილი გუშინ დავდე, ეს იმ სერიის გაგრძელებაა, რომელსაც „იმაზე „თეთრი“ ვიდრე „თქვენ“ ფიქრობთ“ ქვია. (პირველ ნაწილიშეგიძლიათ ამ ლინკზე ნახოთ: "იმაზე თეთრი, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, ნაწილი I" ) სტატია თავიდა მადრიდისტთა ესპანურენოვან ბლოგზე გამოჩნდა (Real Madrid fans) , შემდეგ მოხდა მისი გადათარგმნა ინგლისურად ( Real Madrid Talk) , ეხლა კი მე ვთარგმნი ქართულად.

ის , რაც თქვენ გსმენიათ.

ყველა ფიქციურ ჭორებს შორის, რომელიც გავრცელებულია ანტიმადრიდისტთა მიერ „მადრიდის რეალთან“ დაკავშირებით, ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოარულ ხმებს იმის შესახებ, რომ თითქოსდა სანტიაგო ბერნაბეუსა და ესპანეთის მთავრობას, რომელსაც გენერალი ფრანცისკო ფრანკო ხელმძღვანელობდა, შორის ახლო ურთიერთობა იყო. თუ დავეყრდნობით ანტიბერნაბეუსტთა მოსაზრებებს , ჩვენი კლუბს დიდი წარმატება მისი პრეზიდენტობის დროს, სულაც არ ყოფილა პრეზიდენტის დამსახურება, ამაში დიდი წვლილი თურმე ფრანკოს შეუტანია. თითქოს, მას სურდა „მადრიდის რეალი“ დიქტატორიზმის სიმბოლოდ ექცია.

ფაქტები:

ურთიერთობა საფეხბურთო სამყაროს საუკეთესო მწვრთნელსა და მისი დროინდელ ავტორიტეტებს შორის ძალიან ცივი იყო. მიუხედავად მისი ძალიან პატრიოტული გრძნობებისა, ბერნაბეუ პოლიტიკურად ყოველთვის დამოუკიდებელი იყო და იცავდა „მადრიდის რეალს“ სამოქალაქო ომში გამარჯვებული მხარის ჩარევისგან. „მადრიდის რეალს“ ფრანკოსგან არანაირი დახმარება არ მიუღია, უფრო მეტიც კლუბმა ბევრად იზარალა იმისგან, რასაც ფრანკოს კლუბის საქმეებში ჩარევის მცდელობა ერქვა. იგი ცდილობდა „მადრიდის რეალის“ წარმატებები საკუთარი პოლიტიკური კუთხით წინსვლისთვის გამოეყენებინა და ეს ისე, რომ კლუბის ნებართვა არ აუღია.

სასაცილოა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტად სანტიაგო ბერნაბეუს მოსვლა დაკავშირებული მთავრობის მიერ „ბარსელონას“ დაცვის საკითხის წინ წამოწევასთან. „მადრიდის რეალის“ მიერ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ (11:1) , კლუბის წინააღმდეგ ადგილი ქონდა რამოდენიმე ძალადობას. ამის თავიდან ასაცილებლად და დასასრულებლად, მთავრობა იძლებული გახდა მოეთხოვა ორივე კლუბის პრეზიდენტის გადადგომა. ასეც მოხდა. 1943 წლის 15 სექტემბერს სანტიაგო ბერნაბეუ ერთხმად აირჩიეს „მადრიდის რეალის“ პრეზიდენტად. ის კლუბს სიკვდილამდე , კერძოდ კი 1978 წლის 2 ივნისამდე ხელმძღვანელობდა. ესპანეთის მე–2 რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში (1931–1936), „მადრიდის რეალი“ (რესპუბლიკელების მოთხოვნის შედეგად სახელად მაშინ “Madrid FC” ერქვა) ესპანეთში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი იყო. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა , ჩვენმა საყვარელმა კლუბმა ძალიან დიდი ზიანი მიიღო, ვინაიდან სწორედ იქიდან მოყელებული ვხედავთ, თუ როგორ იქცა ტრიუმფის ერა კოშმარის ერად.

ომის შემდეგ 1939 წელს , კლუბის აღდგენის მცდელობები დაიწყო, ეს დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. იმ დროინდელი 300 000 პესო იყო საჭირო, რათა მომხდარიყო „ოლდ ჩამარტინის სტადიონის“ (დღევანდელი "სანტიაგო ბერნაბეუს" ძველი სახელი) აღდგენა, შეგახსენებთ, რომ ამ სტადიონს ომის განმავლობაში სამხედრო ბანაკად იყენებდნენ. „მადრიდის რეალს“ თავიდან უნდა დაეწყო ხალხის მოზიდვა სტადიონზე და ასევე ეზრუნა ახალი ფეხბურთელების დამატებაზე (1936 წლის შემადგენლობის მხოლოდ 5 ფეხბურთელი დაუბრუნდა თეთრებს). ეს ერთგვარად შეუსრულებელი მისია იყო. ასევე არანაირი დახმარება კლუბს არ ქონია, ვინაიდან ესპანურმა არმიამ საკუთარ კლუბად „მადრიდის ატლეტიკო“ გამოაცხადა და სხვებზე სულაც არ აპირებდა სახსრების დახარჯვას. მათ „მადრიდის ატლეტიკოს“ სახელს მადრიდი მოაშორეს და „ატლეტიკოს“ დატოვეს.

როგორც ხედავთ, როცა ბერნაბეუ პრეზიდენტი გახდა, „მადრიდის რეალი“ ყველანაირად ჩამკვდარი კლუბი იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი ხელმძღვანელობით კლუბის თავგამოდებულმა ქომეგების, ისეთების, როგორებიც იყვნენ: ადოლფო მელენდესი, პედრო პარაგესი, ანტონიო ს. პერალბა და მარქეს ბოლარქუა , შეძლეს კლუბისთვის დიდების დაბრუნება. ანტიმადრიდისტთა მოსაზრებების კონტრარგუმენტად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბერნაბეუს კონფრომისტული ურთიერთობები ფრანკოს რეჟიმის წარმომადგენლებთან. ეს მისი ძლიერი პერსონალური მხარის დამსახურება იყო. იგი სასტიკად ებრძოდა იმას, რომ მთავრობა არაფერს არ აკეთებდა კლუბის დასახმარებლად მისი რეკონსტრუქციის პერიოდში და ამავდროულად მის წარმატებებს საკუთარი პოლიტიკისთვის იყენებდა.

იმ დროს, როცა ესპანეთს საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ცუდი სახელი ქონდა ქვეყანაში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური სიტუაციისა და დემოკრატიის არარსებობის გამო, „მადრიდის რეალი“ სხვებთან ერთად იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა, რომლითაც ესპანეთის მოქალაქეები სხვა მსოფლიოს თვალში ამაყობდნენ. „მადრიდის რეალის“ გამარჯვებებს იმ წლებში, განსაკუთრებით ევრო თასებზე (ზედიზედ 5–ჯერ და დამატებით 1966 წელს) ძალიან მარტივი ახსნა აქვს: ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყო. არც სპორტულ და არც პოლიტიკურ მანიპულაციებს არ შესწევთ ძალა ჩვენი წარმატებები დააკნინონ. რაც ყველაზე საინტერესოა, ამის საწინააღმდეგო რამე სერიოზული დისკუსიები არც გამართულა და არც ვინმეს (რა თქმა უნდა კომპეტენტურს) გამოუთქვას პრეტენზიები ამასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, როცა „მადრიდის რეალი“ ახლოს იყო ზედიზედ მე–6 ევრო თასის მოგებასთან, 1961 წლის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში „ბარსელონას“ წინააღმდეგ(პირველი მადრიდში ჩატარდა და 1:1 მორჩა) , მსაჯმა „საოცრებები“ ჩაიდინა... კერძოდ, მან არც მეტი არც ნაკლები ოთხი გატანილი გოლი არ ჩაუთვალა „თეთრებს“!... ჩვენი კლუბი, რომელმაც ის შეხვედრა 2:1 დათმო არასამართლიანად გამოეთიშა გათამაშებას. ეს მსოფლიოს საფეხბურთო ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ხმაურიანი სკანდალი იყო.


იმაზე „თეთრი“ ვიდრე „თქვენ“ ფიქრობთ. მითი და რეალობა. ნაწილი II

"ბარსასა" და "მადრიდის ატლეტიკოს" გულშემატკივრებო ხელები მაღლა, მიბაძეთ "ლიდერს"

ევროპის მაშტაბით ბევრი გამარჯვებას თან ახლდა ბერნაბეუს კონფლიქტი უეფას ხელმძღვანელებთან. ბერნაბეუმ „რეალი“ ბებერი კონტინეტნის ყველაზე ტიტულოვან, ამავდროულად ყველაზე დისციპლინირებულ კლუბად აქცია. იგი არასდროს დაუშინებია უეფას მესვეურთა ზეწოლებსა და სანქციებს. იგი ამ წლების განმავლობაში დიდის მოთმინებით ითმენდა ევროპის ფედერაციის არბიტრაჟის „კარგ“ მსაჯობას. ბერნაბეუს შეეძლო ეპატიებინა, მაგრამ არანაირად არ შეეძლო ეს ძალადობა დაევიწყებინა. მან ამის გამო უარი განაცხადა „მადრიდის რეალის“ მონაწილეობაზე ახალდაბადებულ უეფას თასზე. ამან უეფას ხელმძღვანელთა გაბრაზება გამოიწვია, რასაც მოყვა ანტიმადრიდული კამპანია მორიგი ეტაპი მსაჯების დამხარებით.

ფრანკოს მთავრობასთან არსებული კონფიქტთან ერთად, მას სერიოზული უთანხმოება ქონდა მილან ასტრაისთან (Millán Astray), რომელიც ესპანური ლეგიონის დამაარსებელი და ფრანკოს ომის მეგობარი იყო. იგი თავისი შოვინიზმით გამოირჩეოდა, ერთ–ერთი მატჩის დროს, მან ერთ–ერთი სტუმრის მეუღლესთან ერთად სტადიონზე გასვლა მოინდომა. როცა სანტიაგო ბერნაბეუმ ამის შესახებ გაიგო, იგი სწრაფადვე მივიდა სტუმრების ლოჟაში და გასასვლელი ბლოკირება მოახდინა, რითაც მას მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცა. ამან ასტრაი განარისხა და იგი ბერნაბეუს სიკვდილითაც კი დაემუქრა. გენერალმა მუნოს გრანდესმა, რომელიც ბერნაბეუსთან ერთად მუშაობდა სამოქალაქო ომის დროს, მოახერხა სიტუაციის განმუხტვა და ასტრაის არ მისცა საშუალება სიტყვა საქმით გამოეხატა.

პრეზიდენტის შეუვალმა ხასიათმა იგი ომის შემდგომ ესპანეთში ნამდვილ გმირად აქცია.ბენრბაუეს პერსონის ძლიერება გამოიხატა მის ვიზიტში ძველ „მადრიდის რეალის დარბაზში“ (წლების შემდეგ მას „რაიმუნდო საპორტა“ დაარქვეს), სადაც იმართებოდა საკალათბურთო შეხვედრა „მადრიდის რეალსა“ და „თელ–ავივის მაკაბს“ შორის. მატჩის დასაწყისისას ბერნაბეუმ ისრაელელი გენერალი მოშე დაიენი (რომელიც „მადრიდის რეალის“ გულშემატკივარი იყო) დააჯილდოვა საკუთარი „მადრიდის რეალის“ ოქროს მედლით. ამ დაუგეგმავმა ნაბიჯმა მთავრობის გაბრაზება გამოიწვია (ფრანკოს რეჟიმი არ აღიარებდა ისრაელს) და მათ ბერნაბეუს ზიზღის კიდევ ერთი საშუალება მისცა.

ამის პასუხად, როცა 1973 წელს ბერნაბეუმ ახალი სტადიონის მშენებლობის გეგმა წარმოადგინა, მთავრობამ ეს პროექტი დაიწუნა და აკრძალა მისი აშენება. მადრიდის მერმა არიას ნავარომ არც კი განმარტა თუ რატომ მოახდინა პროექტის ჩაგდება. ბარსელონაში კი ამ დროს მთავრობის ოპოზიციონერებმა ჩამოაყალიბეს „მადრიდის რეალის“–თვის სტადიონის მშენებლობაში დახმარების კომისია, რომელსაც მსაჯი პერეს ესტევილა ხელმძღვანელობდა. არიას ნავარო წლების შემდეგ ესპანური მთავრობის ხელმძღვანელად დაინიშნა, მაგრამ ფრანკოს სიკვდილის შემდეგ იგი მეფე ხუან კარლოსმა თანამდებობიდან გადააყენა მისი ანტიდემოკრატიული შეხედულებების გამო.

ამავდროულად პერეს ესტევილას გარშემო სკანდალი აგორდა, მას კორუფციულ გარიგებებში და სხვა დანაშაულებობრივ საქმიანობაში ადანაშაულებდნენ. „ბარსელონა“ (რომელიც დღესაც იმ დროს ანტი ფრანკოსტული მოძრაობის მამათვარად თვლის თავს) ყველანაირ კომფორტში იმყოფებოდა, თუნდაც იმ მხრივ, რომ მათ მიეცათ საშუალება საკმაოდ მაღალ ფასებში გაეყიდა ანტიკური Les Corts Stadium“–ის გარშემო არსებული მიწები. ამან კი მათ ფინანსური კრიზისიგან თავის დაღწევის საშუალება მისცა. ეს ყველაფერი უნდა აღვნიშნო, რომ თავად ფრანკოს ბრძანებით მოხდა. შეთანხმებას ხელი მოეწერა ბარსელონას მერის ანტონიო მარია სიმაროსა და „ბლაუგრანას“ პრეზიდენტის ფრანცისკო მირო სანსის მიერ.

ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ „ბარსელონას“ გარკვეული შეთანხმება ქონდა დადებული მთავრობასთან, ეს იმით აიხსენაბა. რომ კლუბის რამდენიმე პრეზიდენტი ფრანკოს მხარდამჭერი იყო, ხოლო ზოგიერთისთვის მაშინ არსებობდა მხოლოდ ერთადერთი ე,წ, „ფრანკოს კლუბი“ სახელად „მადრიდის რეალი“. მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ, უბრალოდ იმაზე , რომ „მადრიდის რეალის“ მიერ მოგებული თითოეული ტიტული დიდი შრომისა და ჯაფის შედეგი იყო და არა „ფრანკოისტული იდეების“.


პ.ს. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ გაავრცელოთ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბევრმა არ იცის რა იყო სინამდვილეში და უბრალოდ იმიტომ, რომ "იმათ" სალაპარაკო არ ქონდეთ...

გაგრძელება იქნება....

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)