ფიგუ:„„რეალის“ პროექტს არ დავემორჩილე და გამიშვეს“

ლუიშ ფიგუმ ჟურნალისტებს ვრცელი და მრავლიმომცველი ინტერის მისცა. მედიასთან შეხვედრა „რეალში“ გადასვლიდან 20 წლის თავს უკავშირდებოდა.

„ვერ ვიჯერებ, რომ 20 წელი გავიდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ასაკი მომემატა, ჩემმა კარიერამ ჩაიარა და ახლა სულ სხვა რანგში ვიმყოფები.“

„„რეალის“ ისტორია დიდად არ შეცვლილა, მაგრამ ამ კლუბმა გარდატეხა შეიტანა ზოგადად ესპანური ფეხბურთის ისტორიაში და დასაბამი დაუდო ძალიან ბევრ პროექტს.“

„ახალი მადრიდი ფანტასტიკური იყო. საკმარისი გახლდათ შემადგენლობა ჩამოგეთვალათ და თქვენ უკვე შეძლებდით სიამოვნების მიღებას.“

„2000 წლის ზაფხულში ევროთასებზე ვიყავი გამგზავრებული, მაშინ ჩემმა აგენტმა, ხოსე ვეიგამ დამირეკა და მითხრა, რომ მადრიდის „რეალი“ და „ლაციო“ ტრანსფერით ინტერესდებოდნენ. სწორედ მაშინ შედგა პირველი კონტაქტი.“

„თავიდან ყველაფერი სერიოზულად არ აღვიქვი, მაგრამ შემდეგ ყველაფერმა ძალიან მძიმე ხასიათი მიიღო. პრესა ყოველდღე ჩემზე წერდა. უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიყავი.“

„„ბარსელონასთვის“ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც დაუფასებლობას ვგრძნობდი. არსებობდა გარკვუელი პრობლემები, რომლის მოგვარებაც ვერ მოხერხდა.“

„პირველად ფლორენტინო პერესთან შეხვედრა ლისაბონში, ჩემი იურისტის კაბინეტში შედგა. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ.“

„ემოციური ფონი პიკს აღწევდა. ირგვლივ მყოფები ძალიან ნერვიულობდნენ და იცოდნენ, რომ ტრანსფერის შემთხვევაში საუბარი დაუსრულებელი იქნებოდა.“

„ფლორენტინო პერესთან თავიდან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, თუმცა შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, რამაც ჩემი უკმაყოფილება გამოიწვია და საბოლოო ჯამში კლუბი დავტოვე. მაშინ სტრატეგია სხვაგვარი იყო. თუ ბოსის პროექტში არ შედიოდი და მითითებას არ დაემორჩილებოდი, შეგცვლიდნენ. ასე მოხდა ჩემ შემთხვევაში. პერესმა „ბარსადან“ წამიყვნა, „ბლანკოსში“ კი პირველი წლები ნამდვილად დაუვიწყარი იყო, შემდეგ ბევრი რამე საწყენი.“

„სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არასდროს შედიოდა ჩემ გეგმებში, რადგან ვიცოდი, რომ მაღალი დონის ფეხბურთელი გახლდათ. როდესაც „რეალი“ დავტოვე, ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შემეძლო.“

„1 წლის წინ პერესმა „რეალში“ დაბრუნება მთხოვა, მაგრამ „უეფას“ მანდატის გამო ამის გაკეთება შეუძლებელი იყო.“

„დავბრუნდებოდი თუ არა? ამაზე არ მიფიქრია. შესაძლოა კი, შესაძლოა არა.“

  • Ramos
  • 26 ივლისი 2020
  • 2 992
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)