კროოსი:„შარშან ბეილს წასვლა უნდოდა, შემდეგ ყველაფერი შეიცვალა“
Sky Germany-სთან ინტერვიუში ტონი კროოსმა გარეთ ბეილსა და საკუთარ თავზე ისაუბრა.
„ის, რომ ბეილი ექსტრა კლასის ფეხბურთელია და მადრიდის „რეალს“ ყველა ტიტულის მოგებაში დაეხმარა ფაქტია. ჩვენ ვსაუბრობთ მოთამაშეზე, რომელმაც დაუვიწყარი ეპოქა შექმნა.“
„გარეთის მდგომარეობა რა თქმა უნდა, არადამაკმაყოფილებელია, როგორც გუნდისთვის, ასევე თავად ფეხბურთელისთვის.“
„შარშან ბრიტანელს წასვლა სურდა და როგორც ვიცი, შეთანხმებაც მიღწეული იყო, მაგრამ „რეალმა“ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. არ ვიცი, ნაწყენია თუ არა გარეთი კლუბზე.“
„როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვდიოდი, ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ მადრიდის „რეალი“ ინტერესს გამოხატავდა. ლიოვს ვესაუბრე და მირჩია, რომ „მერენგების“ რიგებში გადავსულიყავი, მან არც მოლაპარაკებების გამართვაში შემიშალა ხელი მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალზე ვაკეთებდი კონცენტრაციას.“
„მანჩესტერული ინტერესი? დიახ, ამასაც ვადასტურებ, მაგრამ „ბლანკოსი“ ავირჩიე და არც ვნანობ.“
- 26 ივლისი 2020
- 7 469
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.