Marca - გაყიდვების მანქანა ამუშავებულია
გამოცემა „მარკა“ იუწყება, რომ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ფეხბურთელების გაყიდვასთან დაკავშირებით სერიოზულად ამუშავდა.
„ბლანკოსი“ განიხილავს აბსოლუტურად ყველა წინადადებას, რომელიც მოთამაშეთა გაყიდვას უკავშირდება.
მკვეთრად გამოკვეთილია დანი სებალიოსი, ბრაჰიმი,მარიანო დიასი, ხამეს როდრიგესი და გარეთ ბეილი, თუმცა „მარკაზე“ დაყრდნობით, პერესი კიდევ რამდენიმე მოთამაშეს აუცილებლად შეელევა.
მინიმალური მიზანი 180 მილიონი ევროა, თუმცა პერესი არც 250-ის მიღება იტყვის უარს.
რამდენიმე ესპანური გამოცემის ცნობით, აგვისტოს დასაწყისიდან სამეფო კლუბი არაერთ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს, სადაც დაადატურებს, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი გუნდს აღარ ეკუთვნის.
- 25 ივლისი 2020
- 2 406
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.