ზიდანმა რეგილონის გაყიდვაზე უარი თქვა
სერხიო რეგილონთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი ინფორმაციები ვრცელდება.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ამბების მიხედვით, ფლორენტინო პერესი მზად არის, განაპირა მცველი 35-40 მილიონ ევროდ გაეყიდა, მაგრამ როგორც სჩანს, ზიდანს სხვა პოზიცია აქვს.
ფრანგი თვლის, რომ რეგილონი მომდევნო სეზონში „სევილიას“ რიგებში უნდა დარჩეს, რათა მეტი გამოცდილება მიიღოს, ხოლო 2021 წლის ზაფხულში „მერენგების“ რიგებს შეუერთდეს.
ლეგენდარული მწვრთნელის აზრით, რეგილონი მარსელოს იდეალური შემცვლელი იქნება და დაცვის მარცხენა ფლანგზე „ბლანკოსში“ დიდ კონკურენციას ვიხილავთ.
- 25 ივლისი 2020
- 1 508
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.