„მილანი“ ჩქარობს, იოვიჩს რამდენიმე ვარიანტი აქვს
„მილანი“ ზაფხულში სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს და „რეალის“ ორი მოთამაშით ინტერესდება, თუმცა ლუკა იოვიჩთან დაკავშირებით „როსონერის“ მესვეურები ძალიან ჩქარობენ, ვინაიდან სერბს რამდენიმე მსურველი ჰყავს...
იტალიურ მხარეს იოვიჩის არა იჯარით, არამედ კონტრაქტის გამოსყიდვით შეძენა სურთ და მზად არიან, 40 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადონ, თუმცა თუ ფლორენტინო პერესი მხოლოდ იჯარას დათანხმდება, „როსონერი“ ამ წინადადებასაც აქტიურად განიხილავს.
იოვიჩს „მილანის“ გარდა „ნაპოლის“ ვარიანტიც ჰქონდა, თუმცა ნეაპოლიტანელები ამ ბოლო დროს აღარ აქტიურობენ, საქმეში ჩართულია „მონაკოც“, ინტერესი აქვს „არსენალსაც“ და ასევე ყოფილ კლუბ „აინტრახტს.“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მილანი“ ცდილობს მოლაპარაკებებს დროულად დაუსვას წერტილი და კლუბიდან იბრაჰიმოვიჩის წასვლით წარმოქმნილი დანაკლისი შეავსოს.
შეგახსენებთ, ზლატანი „შავ-წითლებს“ ემშვიდობება.
- 23 ივლისი 2020
- 1 010
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.