მოდრიჩი:„„რეალიდან“ წასვლა არ მსურს, რამოსი კი ჩემი ძმაა“

ლუკა მოდრიჩმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში ძალიან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

„ზიდანი ფანტასტიკური ადამიანი, მწვრთნელი და პროფესიონალია. უდავოდ და ეჭვგარეშედ უნდა ვთქვათ, რომ ის ჩვენი გუნდის წარმატების მთავარი შემოქმედია. ფრანგის როლს ადეკვატურად ვერ შევაფასებ, რადგან სიტყვები არ მეყოფა.“

„ზიზუს აქვს ავტორიტეტი, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს. სამეფო კლუბის გასახდელში იდეალური გარემოა, რაც ფეხბურთელებს გაცილებით მეტი თავდაჯერებულობის საშუალებას აძლევს. ფრანგს აქვს ხედვები, რომელიც ამართლებს და შედეგებიც სახეზეა. ჩვენ მოვიგეთ ესპანეთის ჩემპიონატი.“

„განსხვავება ზიზუს პირველ და მეორე ეტაპს შორის ფაქტობრივად არ არსებობს. ეს არის ქარიზმატული ადამიანი, რომელიც ბრწყინვალედ ფლობს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც წარმატების მისაღწევადაა საჭირო. ზინედინს განსაკუთრებული თვისებები აქვს, რომელიც ფეხბურთელებისადმი მიდგომას გულისხმობს.“

„იყო პრობლემები, მაგრამ გუნდმა იცოდა, როგორ დაეძლია ხარვეზები და ეჩვენებინა საუკეთესო ფეხბურთი. ჩვენ შესვენების შემდეგ ძალიან კარგად ვთამაშობდით, რაც 11-იდან 10 მატჩის მოგებაში აისახა.“

„ედენ აზარის სახით სამეფო კლუბმა მსოფლიოს ვარსკვლავი დაიმატა. ხშირად ვუყურებდი „ჩელსის“ თამაშებს და ვხვდებოდი, რომ ბელგიელის გადმოსვლის შემთხვევაში ძალიან გავძლიერდებოდით. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ედენს არ გაუმართლა და მუდმივად ტრავმირებული იყო. ჩვენ გვჯერა მისი შესაძლებლობების და ხარისხის. არაერთხელ მითქვამს ბელგიელისთვის, რომ მოთმინება მართებს, ის აუცილებლად ჩამოყალიბდება ჩვენი კოლექტივის უდავო ლიდერად.“

„რონალდუ წავიდა, მაგრამ „ბლანკოსის“ ამბიციები არ გამქრალა. ხაზი უნდა გავუსვათ პორტუგალიელი ფეხბურთელის დამსახურებას, თუმცა თაობები იცვლება, გუნდი კი რჩება და ისტორიას აგრძელებს.“

„ბენზემა ყოველთვის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს გუნდისთვის. ფრანგს შეუძლია მეტოქის დაცვა მარტივი მოძრაობებით გაარღვიოს. როცა კარიმთან ერთად ვკომბინირებ, ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებ.“

„რამოსი ჩემი ძმაა, ჩვენი ურთიერთობა მართლაც საოცარია. 34 წლის ფეხბურთელი ფენომენალურ ფეხბურთს აჩვენებს, რაც ძალიან მახარებს.“

„თუ „რეალი“ გამიშვებს, მე გამოვალ და საჯარო მადლობას გადავიხდი, ვინაიდან ამ კლუბმა კარიერის საუკეთესო წლები მაჩუქა. კლუბიდან წასვლა ჩემს გეგმებში არ შედის, დანარჩენს მომავალში ვიხილავთ.“

  • Bernabeu
  • 22 ივლისი 2020
  • 15 754
  • 3

1

23 ივლისი 2020 01:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ლუკიტა მაგარი კაცია, მაგრად მევასება... ყველაზე მეტად ის გამისწორდა ადრე რო ტოტენჰემში მაგრად მევასებოდა და მინდოდა რეალში გადმოსულიყო. თავიდან არ მჯეროდა ისე მაგრად გამისწორდა ლუკიტას რეალში გადმოსვლა

2

23 ივლისი 2020 10:37

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რეალის გარდა არცერთი გუნდი არ იმსახურებს ლუკიტას

3

23 ივლისი 2020 12:21

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მიუხედავად იმისა რომ ისეთ ფორმაში აღარ არის როგორშიც იყო, მაინც არ უნდა გაუშვან. მაგარი პიროვნებაა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)