„ლაციო“ 15 მილიონს იხდის, „რეალს“ 20 სურს
Sky Sport-ის ინფორმაციით, რომის „ლაციო“ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს იხდის, „ბლანკოსს“ კი 20-ის მიღება სურს.
საქმე ბორხა მაიორალს ეხება, რომელიც ამჟამად იჯარის წესით არის განათხოვრებული, თუმცა „ბლანკოსის“ საკუთრებაშია.
ესპანელ ფორვარდს მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი 1 წელიწადში უსრულდება, აქედან გამომდინარე, „მერენგები“ იძულებულები არიან მოთამაშე გაყიდონ, სხვა შემთხვევაში მომდევნო ზაფხულს მისი უფასოდ გაშვება მოუწევთ.
მაიორალის შეძენის უმთავრესი კანდიდატი „ლაციოა“, რომელიც მოთამაშის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ჩამოდის, მაგრამ მადრიდელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ. Sky Sport-ის ინფორმაციით, სატრანსფერო შეთანხმება გარდაუვალია.
- 22 ივლისი 2020
- 2 420
- 7