სერხიო რამოსის დაუვიწყარი სეზონი და დაუჯერებელი ციფრები
34 წლის სერხიო რამოსმა მიმდინარე სეზონში საოცრებები შემოგვთავაზა, რაზეც სტატისტიკაც კარგად მეტყველებს.
კაპიტანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 44 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. სერხიოს ანგარიშზე 3830 წუთი ფიქსირდება.
ესპანელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 13 გოლით დაგვამახსოვრა თავი. ასევე დაამყარა რეკორდი, რომელიც ლა ლიგას უკავშირდება. მისი მაჩვენებელი, რომელიც გატანილი გოლების რაოდენობას უკავშირდება უპრეცენდენტოა.
3830-იდან 3016 წუთი ლა ლიგაზე მოდის, სადაც მან 11 გოლი ჩაიწერა აქტივში, დანარჩენი წუთები კი ჩემპიონთა ლიგაზე, სამეფო თასსა და ესპანეთის სუპერთასზე.
ასევე აღსანიშნავია 1 მნიშვნელოვანი ასპექტი. სერხიომ მეტოქეებისგან ბურთი 44 დაპირისპირებაში 269-ჯერ დაიბრუნა, ხოლო გოლის გატანა 44-ჯერ სცადა, საიდანაც 13 შემთხვევაში მისი მიზანი ზუსტი აღმოჩნდა.
- 21 ივლისი 2020
- 1 434
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.