„რეალმა“ კაზემიროს შემცვლელი იპოვა
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ამ ზაფხულს აუცილებლად დაიმატებს ფეხბურთელს, რომლის პოზიციაც ჩამშლელი ნახევარმცველი იქნება.
კაზემირომ სეზონი შთამბეჭდავად ჩაატარა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მის გარდა გუნდში ჩამშლელი არავინაა.
ფედერიკო ვალვერდემ ბრაზილიელი ფეხბურთელის პოზიციაზე არაერთხელ იასპარეზა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ურუგვაელი ცოტა სხვა სტილში თამაშობს და სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება გაცილებით უკეთ შეუძლია.
ფლორენტინო პერესმა კაზემიროს შემცვლელს „ესპანიოლში“ მიაგნო. საუბარია მარკ როკაზე, რომელზეც პრეტენზიას რამდენიმე კლუბი აცხადებს. ფაქტია, რომ ნახევარმცველი ესპანეთის ქვედა ლიგაში ნამდვილად არ იასპარეზებს.
ასეე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ „ბენფიკელი“ ჟულიენ ვაიგლის კანდიდატურასაც განიხილავს.
- 21 ივლისი 2020
- 2 693
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.