დანკან კასტლესი:„„რეალმა“ მბაპე დაკარგა“
ინგლისელმა ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა დანკან კასტლესმა განაცხადა, რომ „რეალმა“ მბაპე დაკარგა.
„ვერავინ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ პანდემია იარსებებდა და მადრიდის „რეალს“ ამხელა ეკონომიკური ზიანი მიადგებოდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამეფო კლუბს გაცილებით ადრე შეეძლო სიტუაციის დარეგულირება.“
„ახლა შეიძლება ითქვას, რომ „რეალმა“ მბაპე დაკარგა. ფლორენტინო პერესს კილიანი სწორედ მაშინ უნდა შეეძინა, როდესაც ფრანგი „მონაკოს“ სადარაჯოზე იდგა.“
„მბაპეში არნახული პერსპექტივა სჩანდ, მაშინ თანხის დაზოგვამ გამოიწვია ის, რომ „რეალს“ „პსჟ“-მ აჯობა. რა გამოდის? გამოდის ის, რომ პარიზელებმა უფრო ზუსტად შეაფასეს არსებული რეალობა, ვიდრე მადრიდელებმა.“
„მნიშვნელოვანი და საქმიანი წინადადების მომზადების შემთხვევაში, მბაპე მადრიდელი გახდებოდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კილიანს „რეალში“ თამაში ოცნებად ჰქონდა ქცეული.“
„არ ვიცი რა მოხდება მომავალში, თუმცა „პსჟ“ ყველაფერს გააკეთებს კილიანის შესანარჩუნებლად. ფრანგი ფეხბურთელის ფასი ამ ეტაპზე 250 მილიონ ევროს უტოლდება, აღნიშნულ თანხას კი არცერთი კლუბი არ გადაიხდის.“
- 20 ივლისი 2020
- 2 331
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.