ნაჩო:„„რეალთან“ ერთად მე-17 ტიტული მოვიგე და ეს პატარა მიღწევა არ არის“
ნაჩო ფერნანდესმა „ლეგანესთან“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც პატარა ვიყავი და „რეალის“ ასაკობრივ გუნდებში ვთამაშობდი, მთავარ კოლექტივთან ერთად ვარჯიში ჩემი ოცნება იყო.“
„უკვე 9 წელია მთავარი გუნდის სადაჯაროზე ვდგავარ და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გადამხდა თავს.“
„სამეფო კლუბთან ერთად 17 ტიტულის მოგება მოვახერხე და ვთვლი, რომ მომდევნო წლებში ეს შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.“
„დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულია, ვინაიდან მე-200 დაპირისპირება გავმართე. ჩვენ გვქონდა შესანიშნავი სეზონი და განსაკუთრებული სტაბილურობა გამოვიჩინეთ. ლა ლიგას ნამდვილად დამსახურებული გამარჯვებული ჰყავს.“
„რამდენჯერმა „ბლანკოსს“ ვუკაპიტნე, ის დღეები ჩემი ცხოვრების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა.“
- 20 ივლისი 2020
- 858
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.