რამოსის მორიგი გოლი და ახალი რეკორდი!
სერხიო რამოსი ისტორიის წერას განაგრძობს.
პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონის უკანასკნელ დაპირისპირებაში, ანდალუსიელმა მცველმა ანგარიში გახსნა ტაბლოზე.მან ისკოს ჩაწოდებულ ბურთს წარმატებით დაუხვედრა თავი.
ნიშანდობლივია, რომ „ლეგანესის“ კარში გატანილი გოლი კაპიტნისთვის მე-11 გამოდგა აწ უკვე დასრულებულ პრიმერაში და ესპანეთის მასშტაბით ის გახდა 21-ე საუკუნეში პირველი მცველი, რომელმაც სეზონის განმავლობაში აღნიშნული რაოდენობის შედეგიან დარტყმებს მოუყარა თავი.სერხიომ უკან მოიტოვა მარიანო პერნა. ამ უკანასკნელმა 15 წლის წინ, „ხეტაფეს“ რიგებიდან მოახერხა 10 გოლიანი ნიშნულის დაფიქსირება.
ჩემპიონატის განახლების შემდეგ, რამოსმა იმდენივე ბურთი გაახვია მეტოქის კარში, რამდენიც მესიმ (ორივე 6).
MARCA
- 20 ივლისი 2020
- 1 164
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.