პერესი დიდი თანხის დახარჯვას არ აპირებს, ზიდანი გაბრაზებულია
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიური არ იქნება, რაც ზინედინ ზიდანის გაბრაზებას იწვევს...
ზიდანმა არსებული რესურსი გამოიყენა და ლა ლიგა მოიგო, თუმცა 1 წლის წინ „რეალში“ დაბრუნების შემდეგ პირობა მიიღო, რომ კოლექტივი მნიშვნელოვნად გაძლიერდებოდა.
პერესმა გასულ ზაფხულს ედენ აზარი და ლუკა იოვიჩი იყიდა, მაგრამ მათი წვლილი ჩემპიონატის მოგებაში მინიმალურია. მთელი სეზონის მანძილზე არცერთ ფეხბურთელს ღირებული არაფერი შეუქმნია.
ახლა ზიზუს ოცნება კილიან მბაპე და პოლ პოგბაა, მაგრამ „რეალი“ დიდი თანხის დახარჯვას არ აპირებს. ფლორენტინო პერესს აქცენტი მოთამაშეთა გაშვებაზე აქვს გაკეთებული.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ზიზუ კამავინგასაც ითხოვს, მაგრამ პერესი „რენისთვის“ 70 მილიონი ევროს გადახდაზე უარს აცხადებს.
ყოველივე ზემოაღნიშნული მწვრთნელსა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირებას აჩენს. ზიზუ უკმაყოფილოა, ის ფეხბურთელებს ითხოვს, მაგრამ მენეჯმენტი სხვა აზრზეა.
- 19 ივლისი 2020
- 3 226
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.