რივალდო:„ლა ლიგის მოგების მთავარი შემოქმედი ტიბო კურტუაა“
ბრაზილიელი ლეგენდის, რივალდოს განცხადებით, მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამარჯვებულის ვინაობა ტიბო კურტუამ გამოავლინა.
„მე ვფიქრობ, რომ კურტუა არის ფეხბურთელი, რომელიც ლა ლიგის მოგების მთავარი შემოქმედია. რომ არა ბელგიელი სამეფო კლუბს ჩემპიონობა გაუჭირდებოდა და „ბარსელონა“ პირველ ადგილს არ დაკარგავდა.“
„ახლა კატალონიელთა მთავარი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგის მატჩია. დარწმუნებული ვარ, სეტიენს „ნაპოლისთან„ სანერვიულო ექნება და ალბათ ის პაექრობა განსაზღვრავს მთავარი მწვრთნელის მომავალს.“
- 18 ივლისი 2020
- 1 605
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.