ტიბო კურტუას მორიგი მიღწევა
ბელგიელმა კარის დარაჯმა სამეფო კლუბის გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა.
1954 წლის შემდეგ, ტიბო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც როგორც „ატლეტიკოს,“ ასევე „რეალის“ რიგებში მოახერხა პრიმერა დივიზიონის ტიტულის დაბევება, ხოლო მანამდე კი მსგავსი მიღწევით ხოსე ლუის პერეს პაიამ გამოიჩინა თავი.
საგულისხმოა, რომ კურტუამ ორივე შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში ჩატარებული 34 შეხვედრიდან მხოლოდ 20 გოლი გაუშვა, რაც დიდებული მაჩვენებელია.
MARCA
- 18 ივლისი 2020
- 1 626
- 10