„სიბელესზე“ დროშა მაინც აღიმართა [ვიდეო]
ესპანეთში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, სამეფო კლუბმა მოგებული თასის გულშემატკივრებთან ერთად აღნიშვნა ვერ მოახერხა.
ტრადიციისამებრ, ტიტულის მოპოვების შემდეგ, მადრიდში მდებარე „სიბელესის“ შადრევანთან ათასობით მადრიდისტა იკრიბება, რომლებსაც შემდეგ სამეფო გუნდის ფეხბურთელები და კლუბის წარმომადგენლები უერთდებიან. როგორც წესი, შემადგენლობის კაპიტანი სპეც.მანქანის დახმარებით, არსებულ ქალღმერთის ქანდაკებაზე „რეალის“ დროშას აღმართავს.
ალბათ, „ბლანკოსის“ ბევრ ქომაგს დაწყდა გული, რომ პრიმერა დივიზიონის 34-ედ მოგება მსგავსი წარმოდგენით ვერ იზეიმა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, „სიბელესზე“ დროშა მაინც აღიმართა, რაშიც მონაწილეობა ქალაქი მერიის თანამშრომლებმა მიიღეს.
აღნიშნული ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ!
- 17 ივლისი 2020
- 1 823
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.