რა ხდებოდა ტიტულის მოგების შემდეგ „სიბელესზე?“
როგორც იცით, „ვილიარეალთან“ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, სამეფო კლუბმა გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ ტიტულის მოგების შემთხვევაში, „სიბელესზე“ არ შეკრებილიყვნენ.
შეიძლება ითქვას, რომ „რეალის“ ქომაგები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ აღნიშნულ განცხადებას, ვინაიდან განვლილი მატჩის დასრულების შემდეგ, მადრიდის ცნობილ შადრევანთან სიმშვიდე იყო, თუ არ ჩავთვლით ავტომანქანების მძღოლებს, რომლებიც მოედანზე ჩავლის დროს ხმოვანი სიგნალებით გამოხატავდნენ საკუთარ ემოციების კლუბის მიერ ლა ლიგის 34-ედ მოგებასთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციით, პრევენციის მიზნით, „სიბელესთან“ მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველებიც.
MARCA
- 17 ივლისი 2020
- 1 357
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.