„რეალმა“ ჩემპიონობა მოკრძალებულად აღნიშნა
მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბის ფეხბურთელებს სრული საფუძველი ჰქონდათ დიდი ზეიმის გამართვისა, ისინი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს.
„ვილიარეალთან“ მატჩში საფინალო სასტვენის შემდეგ, „რეალის“ ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებმა ჯერ მოედანზე მიულოცეს ერთმანეთს გამარჯვება და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს 34-ე თასთან ერთად, ხოლო შემდეგ „ვალებებასზე“ ოჯახის წევრებისა და ოფიციალური პირების გარეშე მოკრძალებულად ივახშმეს.
სამწუხაროდ, ესპანეთში და ზოგადად მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო, მადრიდელებმა „სიბელესზე“ გასვლის ტრადიცია დაარღვიეს.კლუბმა განვლილ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოუწოდა გულშემატკივრებს, რომ ჩემპიონობის აღსანიშნავად გარეთ არ გასულიყვნენ.
MARCA
- 17 ივლისი 2020
- 795
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.