კურტუა: „კატალონიიდან არა ერთხელ მომწერეს და...“

ტიბო კურტუამ ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩემი ოცნება იყო, რომ „რეალთან“ ერთად პრიმერა დივიზიონი მომეგო.კმაყოფილნი ვართ მიღწეული შედეგით.ვფიქრობ, ჩვენმა თავდაცვითმა შესაძლებლობებმა გარდამტეხი როლი ითამაშა.ჩემპიონატის განახლების შემდეგ, უმეტესწილად კარის მშრალად შენახვას ვახერხებდით.“

„აქ იმიტომ ვარ, რომ გუნდს შეტევების მოგერიებასა და ქულების დაგროვებაში დავეხმარო.მიჯრით 10 შეხვედრის გამარჯვებით დასრულება ნამდვილად საოცრებაა.ეს იმაზე მეტყველებს, თუ როგორ ვეკიდებოდით საქმეს კარანტინის დროს.“

„ზიდანი პირველი დღიდან დარწმუნებული იყო ჩვენ პოტენციალში და რა თქმა უნდა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მისი ნდობა გაგვემართლებინა.“

„მატჩის მიმდინარეობისას გარკვეული დაზიანება მივიღე თავის არეში, თუმცა სერიოზული არაფერი იყო და ექიმებმა თამაშის გაგრძელების უფლება მომცეს.“

„არა ერთხელ მომწერეს კატალონიიდან და გაჩუმება მთხოვეს, მაგრამ ფაქტი სახეზეა - „რეალმა“ ყველას ყველაფერი დაუმტკიცა.“

MARCA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)