რამოსი: „მინდა, რომ კარიერა „რეალში“ დავასრულო“
სერხიო რამოსმა კარიერაში მეხუთედ მოიგო პრიმერა დივიზიონის ტიტული. კაპიტანმა „ვილაირეალის“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„თავდაუზოგავი შრომა ყოველთვის შედეგით სრულდება.მიჯრით 10 მატჩის მოგება ნამდვილად დიდებულ მიღწევას წარმოადგენს.“
„ვფიქრობ, არასტანდარტული სეზონის მომსწრენი გავხდით.ჩვენ ყველა მატჩში გვმართებდა წარმატების მიღწევა, ვინაიდან საკუთარ თავზე არ ვიყავით დამოკიდებულნი.შესაბამისად, შეცდომის დაშვებილის უფლებაც არ გვქონდა.რა თქმა უნდა, მსგავს შეხვედრებში კომფორტული გამარჯვება არ გამოდის.გუნდმა 34-ედ მოიპოვა პრიმერა, ხოლო მე მეხუთედ, რითიც ძალიან ბედნიერი ვარ.“
,,როგორ ვისაუბრო ბარსელონაზე, როდესაც ჩემი გუნდი თასს აღნიშნავს, ეს ახლა უადგილოა."
„ზიდანი გუნდის ბირთვი და ხომალდის კაპიტანია.მან არა ერთი ცვლილება შეიტანა, მაგრამ ნდობა არ დაუკარგავს არავის მიმართ, რაც მნიშვნელოვანია.შემადგენლობის თითოეულ წევრს სჯერა მისი.ვიმედოვნებ, ჩვენი ერთობა დიდხანს გაგრძელდება.“
„ჩემი სურვილია, რომ კარიერა სამეფო კლუბში დავასრულო.არ მგონია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარიმე სახის გაურკვევლობა წარმოიშვას.“
AS
- 17 ივლისი 2020
- 4 047
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.