ხამესი უპირატესობას ისევ „ატლეტიკოს“ ანიჭებს
ხამეს როდრიგესის დიეგო სიმეონეს გუნდში გადასვლის შანსი დიდია.
მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელის „ატლეტიკოში“ გაშვება ფლორენტინო პერესს არ სურს, თავად მოთამაშე უპირატესობას სწორედ „როხიბლანკოს“ ანიჭებს.
როდრიგესი თვლის, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის ესპანეთის დედაქალაქში დარჩენა საუკეთესო გამოსავალი იქნება, „ატლეტიკოში“ კი აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს.
პერესის უარის მიუხედავად, „როხიბლანკოელთა“ პრეზიდენტი, ენრიკე სერეზო დღემდე მზაობას გამოთქვამს როდრიგესის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.
- 16 ივლისი 2020
- 933
- 6