ოპერაცია „პიჩიჩი“
კარიმ ბენზემა ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს.
პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, „პიჩიჩის“ მთავარ კანდიდატად ლეო მესი ითვლება. არგენტინელის ანაგრიშზეა 22 გოლია, რაც 3-ით მეტია ფრანგის მონაგარზე, თუმცა შემტევის აქტივს პენალტები რომ გამოვაკლოთ, ორივეს ანგარიშზე 17-17 გოლი იქნება. როგორც იცით, სამეფო გუნდის შემადგენლობაში კარიმი მხოლოდ რამოსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს თერთმეტმეტრიანებს.
ცხადია, ასეთ მოკლე დროში, ფაქტობრივად, შეუძლებელია „ბარსელონას“ ვარსკვლავის უკან მოტოვება, თუმცა ბენზემას თანაგუნდელების დახმარების იმედი აქვს, რომლებიც თავის მხრივ მაქსიმუმს გააკეთებენ „ცხრიანიs“ პირველ პოზიციაზე გადასაყვანად.
ცნობისთვის, მადრიდული კლუბის წარმომადგენელს 2014/15 წლების სეზონის შემდეგ აღარ მოუგია „პიჩიჩი.“
MARCA
- 16 ივლისი 2020
- 1 887
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.