„რეალის“ წარმატების 6 საიდუმლო
პრიმერა დივიზიონის განახლების შემდეგ, სამეფო კლუბმა ცხრა მატჩიდან ცხრავე მოიგო.ზინედინ ზიდანის შეგირდები ძალიან ახლოს არიან ესპანეთის ჩემპიონობასთან.
„ვიმედოვნებ, რომ „რეალი“ ყველა მატჩში ვერ მიაღწევს წარმატებას“ - განაცხადა კიკე სეტიენმა, როდესაც „ბარსელონა“ „სევილიას“ დაუზავდა და ამავდრულად დაკარგა პირველი პოზიციები სატურნირო ცხრილში.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მადრიდელები 100 პროცენტიანი შედეგით იწონებენ თავს.მათ ანგარიშზე ირიცხება 17 გატანილი და 3 გაშვებული გოლი.წინ მხოლოდ 2 მატჩი არის დარჩენილი, „ვილიარეალთან“ და „ლეგანესთან,“ და თუ მანამდე კონკურენტს ფეხი არ დაუცდა, დედაქალაქელებს 1 მოგება ან 2 ფრეც ჰყოფნით ტიტულის დასაბევებლად.
თვალი გადავავლოთ იმ კომპონენტებს, რის ხარჯზეც ფრანგის დარიგებული შემადგენლობა აღწევს წარმატებებს ლა ლიგაში.
წყვეტილი ძალაუფლება
განვლილი კვირეების განმავლობაში „რეალის“ სათამაშო ფორმა გარკვეულ დისკუსიას იწვევდა. „თეთრები“ გამარჯვების გზაზე იდგნენ, თუმცა ეს ყველაფერი არადამაჯერებლობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. „ესპანიოლთან,“ „ხეტაფესა“ და „ატლეტიკთან“ ჩატარებული თამაშები დებატების საფუძველი გახდა, ვინაიდან ვიდეორეფერიმ ითამაშა გადამწყვეტი როლი. მიუხედავად ბევრი მითქმა-მოთქმისა, ციფრები სხვა რამეზე მეტყველებს - ჩემპიონატის განახლებიდან მოყოლებული, „რეალი“ საშუალოდ 1.9 გოლს იტანს, ხოლო 0.3 უშვებს.ისინი საშუალოდ 15.9 დარტყმას ახორციელებენ მეტოქის კარისკენ და მათი ბურთის ფოლის საშუალო მაჩვენებელი 60.7 პროცენტს შეადგენს. სამეფო გუნდი საკმაოდ პრაგმატულ სცენარს მიმართავს, თუმცა იმის თქმა, რომ დაუმსახურებლად მიაღწია წარმატებას 9 მატჩში, უბრალოდ სისულელეა.
ზიდანის ტაქტიკა და ღრმა შემადგენლობა
ფრანგი მწვრთნელისათვის შემადგენლობის როტაცია აუცილებელი პირობა გახდა. მას ხშირად უწევს 4-3-3 ფორმაციაში ცვლილების შეტანა, რათა სხვადასხვა ფეხბურთელებს მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება. „ვალენსიას“ წინააღმდეგ, ზიდანმა მიმართა 4-4-2-ს, სადაც ბენზემა და აზარი მოგვევლინენ თავდამსხმელებად, ხოლო „მალიორკასთან“ პაექრობაში, „ბლანკოსის“ თერთმეტული ულტრა შემტევი გამოდგა - 4-2-3-1, ზიზუმ ერთდროულად ბეილს, აზარს, ბენზემასა და ვინისიუსს მისცა მოედანზე გასვლის უფლება. რაც შეეხება განვლილ დაპირისპირებას, გუნდის მესაჭემ ზედიზედ 5 ნახევარმცველი ჩართო საქმეში. ერთი სიტყვით, ზინედინი დიდებულად იყენებს არსებულ რესურსს და ფაქტობრივად, ყველა მოთამაშისგან ცდილობს შედეგის მიღებას.
გოლი ყველასგან
მიმდინარე სეზონში „რეალის“ 21-მა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი გოლის გატანით.აღნიშნულ სიაში ფერლანდ მენდი გამოდგა უკანასკნელი, რომელმაც გულშემატკივრების გახარება მაოხერხა. ამ ეტაპისათვის მხოლოდ ბრაჰიმ დიასსა და ედერ მილიტაოს არ დაურტყამთ შედეგიანად. რაც შეეხებათ დანარჩენებს, კარიმ ბენზემა 19 გოლს მოითვლის, სერხიო რამოსი 10-ს, კროოსი და კაზემირო 4-4ს, მოდრიჩი 3-ს, ვალვერდე 2-ს, ისკო და ხამესი თითო-თითოს. ნიშანდობლივია, რომ 15 ბურთი ნახევარმცველების დამსახურებაა, რაც დიდებული შედეგია.
თეთრი კედელი
რონალდუს წასვლის შემდეგ, „რეალის“ შედეგიანობის კოეფიციენტმა მნიშვნელოვნად დაიკლო და ზიდანის აქცენტიც საიმედო დაცვას დაეყრდნო.სეზონის სტარტზე მადრიდელებმა 4 შეხვედრაში 6 გოლი გაუშვეს, რასაც დიდი უკმაყოფილება მოყვა ქომაგებში. შემდეგ კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და შედეგად, კურტუას კარი 33 შეხვედრაში მხოლოდ 19-ჯერ აქვთ აღებული მეტოქეებს (0.58 თითოეულ მატჩში).
რამოსი - ლიდერი როგორც უკანა, ასევე წინა ხაზში
რაც ჩემპიონატი განახლდა, კაპიტანი დებულ ფორმაში შევიდა. ვარანთან ერთად საიმედო და გაუვალი დაცვითი ხაზის ჩამოყალიბების პარალელურად, გარდამტეხ როლს თამაშობს შეტევაშიც. მისი ძალისხმევით გუნდმა არა ერთი მნიშვნელოვანი ქულა ჩაიწერა აქტივში. მან უკვე მიჯრით 20 პენალტი გარდასახა გოლად და არც საჯარიმო დარტყმების შედეგიან შესრულებაზე ამბობს უარს.
ბენზემა - გოლები და მაგიურობა
გუნდის წარმატებაში არანაკლები წვლილი მიუძღვის კარიმ ბენზემას, რომელმაც ბოლო პაექრობებში 5 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა. აქედან, დასამახსოვრებელია ქუსლით გადაცემა კაზემიროზე. ეს მომენტი ნამდვილად მოხდება სეზონის ჰაილაითებში. ბენზემა ბომბარდირთა დავაში 19 გოლით მეორე პოზიციას იკავებს და მხოლოდ სამით ჩამორჩება მესის. არადა, ის რომ ყოფილიყო მთავარი „პენალტისტი,“ ვინ იცის, იქნებ „პიჩიჩისთვისაც“ გამოეკრა ხელი
AS
- 15 ივლისი 2020
- 1 860
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.