„რეალის“ 100 წლის ტრიო
სერხიო რამოსი, ლუკა მოდრიჩი და კარიმ ბენზემა გადამწყვეტ როლს თამაშობენ „რეალის“ მიმდინარე სეზონში, რომელიც, დიდი ალბათობით, ტიტულით დაგვირგვინდება.
კრიშტიანუ რონალდუს მადრიდიდან გადაბარგების შემდეგ, სწორედ აღნიშნულმა ტრიომ გადაიბარა სადავეები.მიუხედავად იმისა, რომ მათი საერთო ასაკი 100 წელს შეადგენს (რამოსი და მოდრიჩი - ორივე 34 წლის, ბენზემა 30 წლის), შეიძლება ითქვას, ეს მხოლოდ ციფრებია, ვინაიდან, როგორც იტყვიან, ფეხბურთელებს მეორე სუნთქვა აქვთ გახსნილი.
სერხიო რამოსი - შეუჩერებელი მანქანა
გუნდის კაპიტნის ფიზიკური კონდიციები გაოცებას იწვევს.ჩემპიონატის განახლების შემდეგ, რამოსი „რეალის“ „პიჩიჩი“ გახდა.მან საუკეთესო ბომბარდირი ბენზემაც კი უკან მოიტოვა.ანდალუსიელი მცველი საკმაოდ ცივსისხლიანია გადამწყვეტ მომენტებში და მის ანგარიშზე ირიცხება 6 გოლი უკანასკნელ 9 მატჩში.სერხიო განსაკუთრებული მოთამაშეა და უკვე ლა ლიგის ყველა დროის შედეგიან მცველებს შორის საპატიო ადგილსაც იკავებს.
ლუკა მოდრიჩი - უკანასკნელი გაახალგაზრდავებული ფეხბურთელი
ხორვატი მოთამაშე დიდებულ ფორმაში იყო, როდესაც 2018 წელს საკუთარ ნაკრებს მუნდიალის ფინალში უკაპიტნა.მას შემდეგ, ლუკამ არა ერთი რთული დღე გამოიარა, თუმცა ზიდანს ერთი წამითაც არ დაუკარგავს მისდამი ნდობა, შედეგიც სახეზეა.მოდრიჩმა ვალი დაუბრუნა მთავარ მწვრთნელს და კვლავ ისე ათამაშდა, როგორც საუკეთესო ნახევამრცველს შეეფერება.არ არის გასაკვირი, ის კონტრაქტის ამოწურვის ბოლომდე (2021 წლის ზაფხული) მოახერხებს ასეთ სიმაღლეზე ყოფნას.
კარიმ ბენზემა - არაღიარებული გენიოსი
საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მისი არყოფნა ცხადყოფს აღნიშნულ ფაქტს, თუმცა კარიმი იმსახურებს „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა სიაში ადგილის დაკავებას.წინა სეზონში მან 30 გოლს მოუყარა თავი, ხოლო მიმდინარეში უკვე 24 მოითვლის ყველა ტურნირზე.რაც შეეხება უშუალოდ ლა ლიგას, ბენზემამ 19 შედეგიანი გასროლა განახორციელა და „პიჩიჩისთვის“ ბრძოლაში მხოლოდ სამით ჩამორჩება მესის.ტურნირის განახლების შემდეგ „ცხრიანი“ დიდებული მოქმედებებით გვამახსოვრებს თავს.
MARCA
- 15 ივლისი 2020
- 1 424
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.