ABC - „რეალმა“ ბეილთან დაკავშირებით მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
რამდენიმე ესპანური გამოცემის ცნობით, გარეთ ბეილსა და მადრიდის „რეალს“ შორის ყველაფერი გაირკვა...
ABC-ს ინფორმაციით, მხარეები მიმდინარე ზაფხულს კონტრაქტს გაწყვეტენ, თუმცა მოულოდნელი ის არის, რომ სამეფო კლუბს მოთამაშისთვის 2 წლის ხელფასის გადახდა მაინც მოუწევს.
საქმე ის არის, რომ „რეალს“ ბეილის გაყიდვა 20-30 მილიონ ევროდაც შეუძლია, თუმცა ბრიტანელის პოზიცია ყველა კლუბს უშლის ხელს. ბეილი ხელფასის შემცირებას არ თანხმდება, მსურველი გუნდები კი წელიწადში 17 მილიონს ვერ გადაიხდიან.
თუ კონტრაქტი გაწყდება, გარეთი უკლუბოდ დარჩება და თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, შემდეგ კი იძულებული გახდება შემცირებულ ხელფასსაც დათანხმდეს.
- 14 ივლისი 2020
- 8 095
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.