„რეალმა“ აღდგენითი ვარჯიში გამართა

დასვენების დრო არ არის. გამომდინარე იქედან, რომ „რეალს“ „ვილიარეალთან“ დაპირისპირება ხუთშაბათს უწევს, ზინედინ ზიდანმა გუნდი დღეს შეკრიბა და მზადება დაიწყო.

ფეხბურთელები, რომლებიც „გრანადასთან“ სასტარტოში იყვნენ, დღეს შედარებით ნაკლებად დაიტვირთნენ, დანარჩენებმა კი მთავარი მწვრთნელისა და ფიზ.მომზადების სპეციალისტის, გრეგორი დიუპონის ყველა დავალება შეასრულეს.

სესია მკაცრი სანიტარული ნორმებისა და პროტოკოლის წესის დაცვით წარიმართა.

ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმების კომპონენტს, ბურთის ფლობასა და პრესინგს.

გუნდთან ერთად ემზადებოდა ლუკა იოვიჩი, რომელმაც კორონავირუსზე მესამე ტესტიც წარმატებით ჩააბარა და კოლექტივში დაბრუნების ნებართვა მიიღო.

მეკარეებს გოლკიპერთა მწრთნელი ავარჯიშებდა, შემდეგ კი ყველა გაერთიანდა.

მომდევნო სესია ხვალ შედგება, ზეგ კი „ბლანკოსი“ საჩემპიონო მატჩს ითამაშებს. მოგეხსენებათ, „ვილიარეალთან“ მოგების შემთხვევაში ლა ლიგის ტიტულს ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაინაღდებს.

AV20340-Thumb AV20406-Thumb AV20544-Thumb AV20567-Thumb AV29616-Thumb AV29625-Thumb AV29870-Thumb

  • Hala
  • 14 ივლისი 2020
  • 1 270
  • 1

1

14 ივლისი 2020 18:16

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ლა ლიგა უკვე მოგებულია. ლიგა კიდევ ჩვენ თუ ვერა იმედია იუვე მოიგებს. შემდეგ ალბათ ბარსამანია ოფიციალურად დაიხურება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)