რონსერო:„კაპელოს შემდეგ „რეალი“ ასეთი პრაგმატული არ ყოფილა“
ტომას რონსეროს განცხადებით, ზიდანმა არსებული რესურსით საოცარ შედეგებს მიაღწია.
„ზიდანი ნამდვილი გენიოსია. მას ჰყავს ბევრი ახალგაზრდა, რომელიც 3-4 წელიწადში უმაღლეს დონეს მიაღწევს, მაგრამ ამ ეტაპზე გუნდის ლიდერობა მძიმე ტვირთი იქნებოდა.“
„გუნდში არსებობს იდეალური ბალანსი გამოცდილ ფეხბურთელებსა და ახალგაზრდა პერსპექტიულ ფიგურებს შორის.“
„ფაბიო კაპელოს შემდეგ „რეალი“ ასეთი პრაგმატული არასდროს ყოფილა. მახსენდება შუსტერი, ხუანდე რამოსი, პელეგრინი, ჟოზე, ანჩელოტი, ბენიტესიც კი, თუმცა ახლა სამეფო კლუბი ყველაზე პრაგმატულია. დიახ, სწორედ იტალიელი სპეციალისტის მმართველობის დროს იყო გუნდი შედეგზე ორიენტირებული.“
- 14 ივლისი 2020
- 1 818
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.