„გრანადამ“ „რეალზე“ მეტი სახიფათო შეტევა განახორციელა

მადრიდის „რეალს“ „გრანადასთან“ მოგება ძალიან გაუჭირდა, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს...

ერთადერთი კომპონენტი, რომელშიც ზიდანის გუნდმა მასპინძელი კოლექტივი პირწმინდად დაჩაგრა ბურთის ფლობის კომპონენტია. „რეალს“ 90 წუთის მანძილზე 62%-იანი ბურთის ფლობა დაუფიქსირდა.

რაც შეეხება გოლის მცდელობებს, მასპინძლებმა გოლის გატანა 13-ჯერ სცადეს, სტუმრებმა კი 11-ჯერ.

ასევე აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში „გრანადამ“ 88 შეტევა გააკეთა, საიდანაც 42-მა მწვავე ხასიათი მიიღო. „რეალმა“ შეტევა 97-ჯერ წამოიწყო, თუმცა ზიზუს ფეხბურთელებმა იერიშს სახიფათო ხასიათი მხოლოდ 39-ჯერ შესძინეს.

რაც შეეხება პასებს. „გრანადამ“ საერთო ჯამში 330 გადაცემა გააკეთა, „რელმა“ კი 560, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ 560-იდან 337 პირველ ტაიმზე მოდის.

ასევე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა წესი 36-ჯერ დაარღვია და მატჩი საბოლოო ჯამში უხეში გამოდგა.

  • Hala
  • 14 ივლისი 2020
  • 625
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (91)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)