ზიდანი: „ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ“

ზიდანმა „გრანადასთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„შეიძლება ითქვას, რომ პირველ ნახევარში დიდებული წარმოდგენა შევთავაზეთ მეტოქეს.მთელი ტაიმის განმავლობაში ვფლობდით ბურთს და 2 ძალიან კარგი გოლი შევაგდეთ.რაც შეეხება მეორე ნახევარს, მეტოქემ თამაში გამოასწორა, რამაც დიდ დისკომფორტი შეგვიქმნა.თუ გინდა, რომ წარმატებას მიაღწიო, საჭიროა თავგანწირვა და ერთიანობა, რაც ჩემს შეგირდებს ნამდვილად არ აკლიათ.“

„ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელების გარჯით, ვინაიდან ადვილი არ არის 9 მატჩიდან 9-ვეს მოგება.განვლილ შეხვედრაშიც დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვით და ბედნიერები ვართ.რა თქმა უნდა, ჯერ არაფერია დასრულებული, წინ კიდევ 2 მატჩია დარჩენილი.ძალიან გვინდა ტიტული, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვიცით, რომ „ბარსელონა“ ბოლომდე იბრძოლებს, თუ მათ სჯერათ, რომ ლა ლიგას მოიგებენ, მე მათ გარკვეულწილად შემიძლია დავეთანხმო, ვინაიდან შანსი ჯერ კიდევ არსებობს. თუ მომდევნო ტურს მოვიგებთ, მაშინ ყველაფერს წერტილი დაესმება.“

„ვფიქრობ, პრიმერა დივიზიონი ერთ-ერთი რთული გათამაშებაა და მიჯრით ამდენი შეხვედრის წარმატებით დასრულება დიდ ძალისხმევას მოითხოვს.ცხადია, ადვილი თამაშები არ არსებობს, თუმცა ჩვენი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ყოველთვის 3 ქულისთვის გამოვდივარ მწვანე მინდორზე.“

„როდესაც ვუყურებ, რომ მოთამაშეები თავდადებით ირჯებიან და ყველაფერს აკეთებენ მოსაგებად, რასაკვირველია, ძალიან მიხარია.მატჩის ბოლოს ჩემი ემოციებიც ამის დასტურია.“

„ვიმედოვნებ, რომ მომდევნო შეხვედრებში აზარი სრულ მზადყოფნაში იქნება და შეძლებს თანაგუნდელების დახმარებას.“

„ბეილი? ჩვენ ყველანი აქ ვართ.ჩემპიონობას მხოლოდ 2 თამაში გვაშორებს.მეტი არაფრის თქმა შემიძლია.“

RealMadrid.Com


1

14 ივლისი 2020 13:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ყოჩაღ ზიზუ კიდევ ერთხელ დაამტკიცე შენი მაღალი კლასი . ეს სეზონი და განსაკუთრებით მეორე წრე მოიგო ნახევარდაცვამ და დაცვამ ... მენდის იმედია უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა რადგან ამ კაცმა დაცვა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა წინ თამაშში მოიკონჭლებდა ცოტა მაგრამ ეგ მხოლოდ დროებითი ამბავი იყო

2

14 ივლისი 2020 13:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: irakli.g
ყოჩაღ ზიზუ კიდევ ერთხელ დაამტკიცე შენი მაღალი კლასი . ეს სეზონი და განსაკუთრებით მეორე წრე მოიგო ნახევარდაცვამ და დაცვამ ... მენდის იმედია უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა რადგან ამ კაცმა დაცვა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა წინ თამაშში მოიკონჭლებდა ცოტა მაგრამ ეგ მხოლოდ დროებითი ამბავი იყო

კარგი ბიჭიაააა მენდიი

3

14 ივლისი 2020 14:10

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: spanish777

კარგი ბიჭიაააა მენდიი

4

14 ივლისი 2020 19:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 518
ციტატა: irakli.g
ყოჩაღ ზიზუ კიდევ ერთხელ დაამტკიცე შენი მაღალი კლასი . ეს სეზონი და განსაკუთრებით მეორე წრე მოიგო ნახევარდაცვამ და დაცვამ ... მენდის იმედია უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა რადგან ამ კაცმა დაცვა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა წინ თამაშში მოიკონჭლებდა ცოტა მაგრამ ეგ მხოლოდ დროებითი ამბავი იყო

რომელიმე რგოლის გარეშე შენ თუ წარმოგიდგენია შედეგის მიღწევაა?ადამიანს რომ ამოაცალო სასიცოცხლო ორგანო იცოცხლებს?მხოლოდ დაცვა და ნახევარდაცვის დამსასხურებააო თქვა როცა გუნდის საუკეთესო მეგოლე და მეპასეეა გუნდში ეს მკრეხელობაააა.ყველა რგოლმაა თანაბრად იმუშავა მაგრამ სერხიოს და ბენზემას გარეშე სამეულშიც ვერ მოვხვდებოდით დაა ვერაფრით გადაფარავთ ამ ფაქტს რაც არ უნდა იძახოთ,ეს ინტერპრეტაციააა რასაც ლაპარაკობ სრულიად მოკლებულია რეალობას.

My Webpage საჩემპიონო გოლი!!! ამ რეალობას ვერცერთი ბენზემას მოძულე ვერ შეცვლის!!! ამ გოლმაააა დაკარგა ინტრიგაა!!!
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

5

14 ივლისი 2020 22:38

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: FERNANDO_REDONDO
რომელიმე რგოლის გარეშე შენ თუ წარმოგიდგენია შედეგის მიღწევაა?ადამიანს რომ ამოაცალო სასიცოცხლო ორგანო იცოცხლებს?მხოლოდ დაცვა და ნახევარდაცვის დამსასხურებააო თქვა როცა გუნდის საუკეთესო მეგოლე და მეპასეეა გუნდში ეს მკრეხელობაააა.

რედონდო საუკენეა არ შემოვსულვარ აქ , ყველაფერი შეიცვალა შე კაცო მსოფლიოც მათ შორის და შენ ისევ ისეთი ჯიუტი კაცი ხარ ;დდდდ რა ადამიანების ორგანოებზე საუბროთ
კარგად წაიკითხე დაწერილი ტექსტი და აზრი თუ ვერ გამოგაქ იკითხე სანამ თითს გაიშვერ და დაადანაშაულებ ადამიანს . დაცვა ნახევდაცვის მოგებულ ჩემპიონატში იგულისხმება ის გაუმჯობესებული ასპექტები რომელიც გუნდმა დახვეწა შენი არ ვიცი მაგრამ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი და ექსპერტი აღნიშნავს ამ ფაქტს , რომ ზიზუმ სწორედ ამ ორ ასპეკტზე გააკეთა გათვლა, რაც გარკვეულწილად სწორედ ,რომ წინა ხაზის დაბალ შედეგიანობით იყო გამოწვეული (რასაც რათქმაუნდა ტრამვებმაც შეუწყეს ხელი), ამიტომ მოგვევლინა ვალვერდე მენდი ძირითადში რამაც ძალიან გაამართლა რაც შეეხება ბენზემას ამაზე უკვე ვისაუბრე მაღლა კომენტარში და მისი პროგრესიც ავღნიშნე ,თუმცაღა რო აიღო ნათამაშები წუთები და სტატისტიკურად გამოთვალო მისი შედეგიანობა ამ სეზონშიც კი ,(რომელიც უდაოდ საუკეთესოა მის კარიერაში საშემსრულებლო ოსტატობის თვალზასრისით)ნახავ რომ ბევრ ტოპ გამტანთან მიმართებაში იჩაგრება... მაგრამ რახანც მაგან პროგრესი აჩვენა ცოტა ცოტა არაფერს ვჩივი იმედია ყოველ წელს 50 გოლს გაიტანს ამით დამიჯერე შენზე უკეთ თუ არა ნაკლებ გავიხარებ ...

ციტატა: FERNANDO_REDONDO
ყველა რგოლმაა თანაბრად იმუშავა მაგრამ სერხიოს და ბენზემას გარეშე სამეულშიც ვერ მოვხვდებოდით დაა ვერაფრით გადაფარავთ ამ ფაქტს რაც არ უნდა იძახოთ

არც სერხიო რამოსს და არც ბენზემას არავინ უკარგავს წვლილს შე კაცო ამ გუნდის ქომაგი იქიდან მოყოლებული ვარ შენ რომ საერთოდ არ იყავი მოვლინებული ამ პლანეტაზე და რატომ გგონია ან ფიქრობ, რომ რეალის რომელიმე ფეხბურთელის წარმატება არ მახარებს საოოცარია პირდაპირ ეს ერთი მეორე კიდე ის ვერაფრით გადაფარავთ მე მელაპარაკები თუ წარმოსახვითი ბრძოლა გაქ ამ საიტზე გაჩაღებული ? ძალიან სახალისოა აგი ამბავი ...საჩემპიონო გოლს რაც შეეხება ეს ყოველთვის მისასალმებელია ბენზემა იქნება მისი ავტორი თუ მარიანო დიასი ჩემთვის თანაბრად სასიამოვნო იქნება , თუმცაღა შენ ხომ იმ თეორიის მიმდევარი ხარ რომელშიც მარტო შენ ამჩნევ ფრანგის პლიუსებს და აფასებ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)