კურტუა: „დაგვრჩა მხოლოდ 2 ფინალი“
ტიბო კურტუამ „გრანადასთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„შესვენების შემდეგ მიჯრით 9 თამაშის მოგება ბევრ რამეზე მეტყველებს.რა თქმა უნდა, ადვილი როდია ისეთ ქალაქებში ასპარეზოება, როგორებიცაა სან სებასტიანი, ბილბაო, გრანადა და ა.შ. განვლილ მატჩში მეტოქე კარგად გამოიყურებოდა. პირველი ნახევარი ჩვენი კარნახით წარიმართა და 2 გოლის გატანა მოვახერხეთ, რასაც ვერ ვიტყვი მეორე ტაიმზე, სადაც მოწინააღმდეგ გვაჯობა და ერთხელ დაგვამწუხრა.ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩავიწერეთ აქტივში.ვიმედოვნებ, რომ ჩვენ არენაზე გავიფორმებთ ჩემპიონობას.“
„სეივი 35-ე წუთზე? ამ მომენტში სიმაღლე და რეფლექსები გამოვიყენე, რათა მეტოქის დარტყმა შემეჩერებინა.ასევე საწყის ტაიმში მოვიგერიე საფიხათო შეტევა მუშტით.ყოველთვის ვცდილობ დავეხმარო გუნდს.“
„მეორე ნახევარში ზიდანმა გვითხრა, რომ ბურთის ფლობა გაგვეუმჯობესებინა და ასენსიოსა და როდრიგოს სისწრაფეები გამოგვეყენებინა, მაგრამ „გრანადამ“ სერიოზული სირთულეები შეგვიქმნა.საერთო ჯამში გუნდური ძალისხმევის შედეგად მოვიპოვეთ გამარჯვება.“
„წინ კიდევ 2 ფინალია დარჩენილი.ყველაფერს გავაკეთებ ჩემპიონობისათვის.“
RealMadrid.Com
- 14 ივლისი 2020
- 1 169
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.