„მილანი“ იოვიჩს არ ეშვება
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენცია ზინედინ ზიდანმა ლუკა იოვიჩის გუნდში დარჩენასთან დაკავშირებით ისაუბრა, „მილანი“ იმედს არ კარგავს...
„როსონერი“ ფლორენტინო პერესს 2 წლიან საიჯარო ხელშეკრულებას სთავაზობს.
„მილანში“ თვლიან, რომ ლუკა სერია „ა“-ში გაიხსნება და დიდ წარმატებას მიაღწევს, რაც თავის მხრივ „ბლანკოსისთვისაც“ მისაღები უნდა იყოს, ვინაიდან ბენზემას პოტენციურ შემცვლელად სწორედ იოვიჩი ითვლება.
იტალიური გამოცემების ცნობით, მილანელები „რეალს“ კიდევ ერთხელ მიმართავენ.
ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კლუბების შეთანხმების შემთხვევაში, იოვიჩს „მილანში“ შედარებით დაბალ ხელფასზე მოუწევს თანხმობა.
- 13 ივლისი 2020
- 767
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.