დასვენების დრო არ არის, ზიდანმა აღდგენითი ვარჯიში გამართა
გამომდინარე იქედან, რომ 13 ივლისს სამეფო კლუბი ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩს გამართავს, ზიდანმა ფეხბურთელებს ერთდღიანი დასვენება არ გამოუწერა...
ფეხბურთელებმა დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართეს. მოთამაშეები, რომლებიც „ალავესთან“ სასტარტო შემადგელობაში იყვნენ, დღეს ნაკლებად დაიტვირთნენ, დანარჩენებმა კი ზიზუს ყველა დავალება შეასრულეს.
სესია სანიტარული ნორმების მკაცრი დაცვითა და არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართა.
მთავარმა მწვრთნელმა ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმების კომპონენტსა და ბურთის ფლობას.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.
გუნდთან ერთად ვეღარ ვარჯიშობს მარსელო ვიეირა. ბრაზილიელისთვის ლა ლიგის წლევანდელი სეზონი დასრულებულია. ყველაზე კარგ ვარიანტში ვიცე-კაპიტანი „სიტის“ წინააღმდეეგ ზიზუს განკარგულებაში ყოფნას შეძლებს.
ხვალ გუნდი დასკვნით ვარჯიშს გამართავს, ორშაბათს 23:55 საათზე კი „გრანადას“ დაუპირისპირდება და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას ეცდება.
- 11 ივლისი 2020
- 2 128
- 45